მარნეულში მერვე კლასელი გოგონა დანიშნეს
მარნეულის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მერვე კლასელი გოგონა დანიშნეს - ფაქტი რადიო „მარნეულს“არასრულწლოვნის სკოლის დირექტორმა დაუდასტურა.
ცნობილია, რომ ფაქტის შესახებ ინფორმირებულია, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრო, ისე სახალხო დამცველის აპარატი.
რაც შეეხება მარნეულის საგანმანათლებლო რესურს ცენტრს, გამოცემის ცნობით, უწყება ფაქტთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობს.
tvpirveli.ge დეტალებს არკვევს.