"ზელენსკის ჩვენს რეგიონში ახალი სისხლისმღვრელი ომის გაჩაღება სურს" – აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი

25.10.23 11:23
"ზელენსკის ჩვენს რეგიონში ახალი სისხლისმღვრელი ომის გაჩაღება სურს" – აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი

"ცხადია, ზელენსკისა და მის უკან მდგარ ძალებს სურთ კავკასიაში სამხედრო სიტუაციის პროვოცირება და ჩვენს რეგიონში ახალი სისხლისმღვრელი ომის გაჩაღება", - ამ განაცხადების ავტორი აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანიაა, რომელმაც კომენტარი აფხაზურ მედიასთან გააკეთა.

ბჟანიას თქმით, უკრაინას სურს, "დესტაბილიზაციის სარტყლის" რუსეთისთვის შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს კონფლიქტის გაღვივებას.

უკრაინის ხელისუფლება ცდილობს გაზარდოს კონფლიქტის მონაწილეთა გეოგრაფია და შექმნას “დესტაბილიზაციის სარტყელი” რუსეთის ფედერაციის გარშემო. თუმცა, მათ არ აღელვებს ის, რომ ომის შედეგად შეიძლება მშვიდობიანი მოქალაქეები, ბავშვები, ქალები და მოხუცები დაიღუპნენ", -ამბობს ბჟანია.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქმით, რუსეთის საზღვაო ფლოტი ვეღარ ოპერირებს დასავლეთ შავ ზღვაში, რაც ისტორიული მიღწევაა. ზელენსკი საუბრობს იმაზეც, რომ რუსეთი იძულებული გახდა შეექმნა შავი ზღვის ფლოტისთვის ახალი ბაზა, კერძოდ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე.

რუსეთის საზღვაო ფლოტს აღარ შეუძლია დასავლეთ შავ ზღვაში ოპერირება და თანდათან გარბის ყირიმიდან. ეს ისტორიული მიღწევაა. ცოტა ხნის წინ რუსეთის ხელმძღვანელობა იძულებული გახდა გამოეცხადებინა შავი ზღვის ფლოტისთვის, უფრო სწორად, მისი ნარჩენებისთვის, ახალი ბაზის შექმნა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ანუ ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, რაც შეიძლება შორს უკრაინული რაკეტებისა და საზღვაო დრონებისგან, მაგრამ მათ ყველგან მივწვდებით", - თქვა ზელენსკიმ.

 

მსგავსი სიახლეები