"არა კალაძის საცობებს და არა სატრანსპორტო კოლაფსს" - "ენმ"-ს ბრიფინგი თბილისის მერიასთან
აქცია - „არა კალაძის საცობებს!“ დღეს ნაციონალური მოძრაობის წევრებმა, თბილისის მერიასთან, თბილისში არსებული საცობები კიდევ ერთხელ გააპროტესტეს.
მათი განცხადებით კახა კალაძემ ვერ განახორციელა საჭირო სატრანსპორტო და საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელიც საჭიროა საცობების განტვირთვისთვის, ხოლო რაც განახორციელეს უფრო გაამწვავა სიტუაცია;
„დედაქალაქში არ დარჩა არცერთი რაიონი, არცერთი უბანი, არცერთი ქუჩა, სადაც ნორმალურად გადაადგილება იქნება შესაძლებელი. თბილისი იხრჩობა კალაძის საცობებში და ის, რომ ასეთი მწვავე და მძიმე მდგომარეობა გვაქვს, არის კალაძის დამსახურება, მან ან არ ან ვერ განახორციელა ის საჭირო სატრანსპორტო და საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელიც საჭიროა საცობების განტვირთვისთვის ან რაც განახორციელა სიტუაცია მდგომარეობის გამოსწორების ნაცვლად, კიდევ უფრო დამძიმდა. დავით ნარმანია რომ დავით ნარმანია იყო, ისიც კი უკეთესად უმკლავდებოდა ამ პრობლემას, პეკინის გამზირი აქედან ძალიან ახლოს არის და პეკინის გამზირია ამის ნათელი დადასტურება, ამიტომ ჩვენ ვაგრძელებთ კამპანიას - „არა კალაძის საცობებს“, რადგან თბილისელები საათობით არ უნდა იყვნენ კალაძის საცობებში და ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ მოვახდინოთ ზეწოლა კალაძეზე, რომ გააკეთოს ყველა ის პროექტი, რომელიც საჭიროა ამ ქალაქში საცობების განტვირთვისთვის.“ - განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.
„ყველამ უნდა ვიცოდეთ, რომ თბილისში საცობების მთავარი პრობლემა განთავსებულია ამ შენობაში, რომელსაც ჰქვია კახა კალაძე. ჩვენ თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ ჩვენს ყოველდღიურ პრობლემას და ყოველდღიურ გამოწვევას - კალაძის საცობები და ეს არის განპირობებული იმ არასწორი პოლიტიკის შედეგად, იმ შეუსრულებელი დაპირებების შედეგად, რომლის ჩამონათვალი შეუძლებელია ერთ განცხადებაში ჩავატიოთ, ეს არის ვეფხი და მოყმის მიმდებარე ტერიტორიაზე ესტაკადის მშენებლობა და დაკიდული ხიდის აშენება, რომელიც მარშალ გელოვანს დააკავშირებდა სამტრედიის ქუჩასთან, ეს არის გმირთა მოედნის რეაბილიტაცია, მიწისქვეშა პარკირების ინფრასტრუქტურის შექმნა, რომელიც 12 ლოკაციაზე უნდა შექმნილიყო, ეს არის მეტროს განვითარება, ტრამვაის განვითარება, არცერთი წინასაარჩევნო დაპირება თბილისის მერმა არ შეასრულა, რომელსაც შეეძლო თბილისელების ცხოვრება შეეცვალა უკეთესობისკენ, თბილისში არ ყოფილიყო საცობი, ყოფილიყო განვითარებული საზოგადოებრივი ტრანსპორტი, თუმცა პრიორიტეტი ქალაქის მერისთვის აღმოჩნდა მისი კერძო კომერციული და კორუფციული ინტერესები და არა საზოგადოებრივი ინტერესი, ამიტომ ჩვენ ყოველდღიურად გვიწევს საათობით დგომა საცობებში და ეს არის დაკავშირებული კახი კალაძის პოლიტიკასთან, კორუფციასთან, იმ მერის პოლიტიკისაგან, რომელზეც შედარებას თუ მოვიყვანთ მისი წინამორბედი დავით ნარმანია უფრო ქმედით ნაბიჯებს დგამდა, ვიდრე კახი კალაძე, რომელმაც ფაქტობრივად სატრანსპორტო კოლაფსისთვის გაწირა დედაქალაქი.“ - განაცხადა ვასო ურუშაძემ
„ეს არის კალაძის სახელობის საცობები, ეს კაცი არის გაცილებით უფრო დიდი მავნებელი და ცუდი მერი, ვიდრე იყო დავით ნარმანია. კალაძის საცობებს აქვს ორი საფუძველი - პირველი საფუძველი არის ის, რომ კალაძემ არ განახორციელა ის პროექტები, რომელიც განმუხტავდა ქალაქს მისი სახელობის საცობებისგან და მეორე საფუძველი არის ის, რომ რაც მან გააკეთა, გააკეთა უსინდისოდ და გააკეთა კორუფციული სქემებით, ამიტომ იმაზე, რაც ხდება კალაძის საცობებზე პასუხისმგებელი არის თბილისის დღევანდელი მერი და ეს ყველაფერი რომ დამთავრდეს, უნდა დასრულდეს კორუფცია და უნდა დასრულდეს კალაძის მავნებლობა ამ ქალაქში, რაც თვის მხრივ შეუძლებელია ცვლილებების და „რუსული ოცნების“ გაშვების გარეშე. არა კალაძის საცობებს და არა სატრანსპორტო კოლაფსს.“ - განაცხადა გიორგი კაპანაძემ.