საქართველოს კანდიდატის სტატუსი აქვს, ოღონდ ამას ვერავინ მიიწერს - გახარიას გუნდი

25.10.23 11:29
საქართველოს კანდიდატის სტატუსი აქვს, ოღონდ ამას ვერავინ მიიწერს - გახარიას გუნდი

საქართველოს კანდიდატის სტატუსი აქვს, ოღონდ ამას ვერავინ მიიწერს, - ამის შესახებ "საქართველოსთვის" წევრი ანა ბუჩუკური საუბრობს. ოპოზიციის წევრის თქმით, ეს მიღწევა მხოლოდ ქართველი ხალხის დამსახურება იქნება. 

ანა ბუჩუკურის განმარტებით, საქართველო მოლდოვასა და უკრაინასთან მიმართებაში ყოველთვის მოწინავე ადგილზე იყო, გარდა ამისა, დასავლეთს კარგად ესმის, რომ საქართველოს რუსეთთან პირისპირ დატოვება არ შეიძლება. 

დავიწყოთ იმით, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი უკვე აქვს. ოღონდ ამას ვერავინ მიიწერს, ვერც „ოცნება“ და ვერავინ მიიწერს. ეს არის, პირველ რიგში, ქართველი ხალხის დამსახურება, რომ ბოლო 30 წლის განმავლობაში თავისუფლებისთვის და დასავლეთში ინტეგრირებისთვის იბრძვის. ჩვენ ლიდერები ვიყავით ასოცირებული ტრიოს ქვეყნებში, უკრაინასთან და მოლდოვასთან მიმართებით ყოველთვის და მესამე, ჩვენს პარტნიორებს ევროპაში და დასავლეთში ძალიან კარგად ესმით, რომ გეოპოლიტიკური მიზეზებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ ახლა საქართველო მარტო არ დარჩეს, იმიტომ, რომ ამით, ფაქტობრივად, რუსეთი გაიმარჯვებს, - ამბობს ბუჩუკური. 

უკრაინასთან და მოლდოვასთან წევრობაზე მოლაპარაკება დაიწყება, საქართველოს ბედი კი ჯერ ისევ გაურკვეველია. ამის შესახებ ბრიტანული გავლენიანი გამოცემა "როიტერი"  ევროკავშირში სამ წყაროზე დაყრდნობით წერს.

გავლენიანი გამოცემის ცნობით, არ არის გამორიცხული, უკრაინას და მოლდოვას გარკვეული პირობებიც წაუყენონ, რომ კორუფციასთან ბრძოლაში მეტი ძალისხმევა ჩადონ. მათივე ინფორმაციით, საქართველოსთან დაკავშირებით ევროკავშირის ლიდერებს გადაწყვეტილების მიღება უჭირთ. 

 

მსგავსი სიახლეები