ევროპარლამენტის პრეზიდენტი უკრაინის და მოლდოვას დეპუტატებს დამკვირვებლის სტატუსს სთავაზობს
ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა უკრაინისა და მოლდოვის დეპუტატებს დამკვირვებლის სტატუსს სთავაზობს. ამის შესახებ ინფორმაციას Politico ავრცელებს.
მეცოლა მიიჩნევს, რომ დეპუტატებს მათი ქვეყნების ევროკავშირში ოფიციალურ გაწევრიანებამდეც კი, შეუძლიათ, რომ ევროპარლამენტში დამკვირვებლების სტატუსით იყვნენ წარმოდგენილნი. მისი თქმით, ამის შესახებ ევროპარლამენტის პოლიტიკურ ჯგუფებთან შეხვედრებს გამართავს.
ჩვენ შეგვიძლია კიდევ უფრო შორს წავიდეთ და ევროპარლამენტში დამკვირვებელი დეპუტატები ჩავრთოთ - მსგავს ჟესტებს, ამ ქვეყნების საზოგადოებებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს“, - განაცხადა მეცოლამ.