Reuters-ი არ არის გადაწყვეტილების მიმღები - კალაძე კანდიდატის სტატუსზე
ევროკავშირის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით Reuters-ის მიერ გასაჯაროებულ ინფორმაციას "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მნიშვნელოვნად არ მიიჩნევს. კახა კალაძე ისევ ამტკიცებს, რომ ხელისუფლებამ 12 რეკომენდაციის შესასრულებლად ყველაფერი გააკეთა და ახლა ჯერი ევროკომისიაზეა, რომლის დასკვნაც ცნობილი დეკემბერში გახდება.
საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერ გააკეთა, რომ სტატუსის მისაღებად გადაწყვეტილება იყოს მიღებული, მაგრამ დაველოდოთ დეკემბერს. Reuters-ი არ არის გადაწყვეტილების მიმღები. მე ძალიან დიდი ოპტიმიზმით ვარ განწყობილი და არანაირი საფუძველი არ არსებობს, რომ ქვეყანამ სტატუსი არ მიიღოს. მართლა ყველაფერი გავაკეთეთ პარტნიორებთან ერთად, რომ ქვეყანამ სტატუსი მიიღოს, - ამბობს კალაძე.
უკრაინასთან და მოლდოვასთან წევრობაზე მოლაპარაკება დაიწყება, საქართველოს ბედი კი ჯერ ისევ გაურკვეველია. ამის შესახებ ბრიტანული გავლენიანი გამოცემა "როიტერი" ევროკავშირში სამ წყაროზე დაყრდნობით წერს. გავლენიანი გამოცემის ცნობით, საქართველოსთან დაკავშირებით ევროკავშირის ლიდერებს გადაწყვეტილების მიღება უჭირთ.