ბოლშევიკური, ფაშისტური ვებგვერდი - კობახიძე Mona.ge-ს წინააღმდეგ

25.10.23 13:11
 ბოლშევიკური, ფაშისტური ვებგვერდი - კობახიძე Mona.ge-ს წინააღმდეგ

"ჯაფარიძემ და ხოშტარიამ შექმნეს ბოლშევიკური, ფაშისტური ვებგვერდი, ეს მათთვის დამახასიათებელია" - "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე "გირჩი - მეტი თავისუფლებისა" და "დროას" ლიდერების მიერ შექმნილ ვებგვერდს Mona.ge-ს აკრიტიკებს.

კობახიძე ამბობს, ზურაბ ჯაფარიძისთვის და ელენე ხოშტარიასთვის "ეს დამახასიათებელია, რადგან ისინი გამოირჩევიან ბოლშევიკური მენტალიტეტით". კობახიძე ამბობს იმასაც, რომ ისინი საერთაშორისო პარტნიორებისგან "ბოლშევიკური ნაბიჯის" შეფასებას ელოდებიან.

რეალურად, ამ ორმა ადამიანმა, ჯაფარიძემ და ხოშტარიამ შექმნეს ჩვეულებრივი ბოლშევიკური, ფაშისტური ვებგვერდი და ეს მათთვის არის დამახასიათებელი, ეს მათ ახასიათებს, ეს ორი ადამიანი არის ჩვეულებრივი ბოლშევიკური მენტალიტეტით გამორჩეული, ორი ე.წ. პოლიტიკოსი, ისინი არიან ექსტრემისტები, რადიკალები, რაც მთავარია, საზოგადოებამ უნდა შეაფასოს მათი ქმედებები და ჩვენ ველოდებით საერთაშორისო პარტნიორებისგან ამ ბოლშევიკური ნაბიჯის სათანადოდ შეფასებას", - ამბობს კობახიძე.

შეგახსენებთ, რომ 12 ოქტომბერს ვებ-გვერდ Mona.ge-ს პრეზენტაცია გაიმართა, რომლის ავტორებიც პარტიები "გირჩი - მეტი თავისუფლება" და "დროა" არიან. პარტიებში ამბობენ, რომ ვებ-გვერდზე განთავსდება იმ ადამიანთა პროფილები, რომლებიც ქვეყნის ევროინტეგრაციას ეწინააღმდეგებიან და რუსულ საქმე აკათებენ.

მსგავსი სიახლეები