კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ოპტიმიზმის მყარი საფუძველი გვაქვს- კობახიძე

25.10.23 13:32
კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ოპტიმიზმის მყარი საფუძველი გვაქვს- კობახიძე

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე აცხადებს, რომ კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ოპტიმისტური მოლოდინი აქვს. ირაკლი კობახიძის მტკიცებით, ოპოზიცია კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ ლობირებას განაგრძობს, თუმცა ეს დადებითი გადაწყვეტილების მიღებას ხელს არ შეუშლის.

გვაქვს ოპტიმიზმის ძალიან მყარი საფუძველი და ვფიქრობთ, რომ ძალიან მაღალი ალბათობით, ქვეყანას მიენიჭება კანდიდატის სტატუსი. აშკარად მწიფდება ასეთი გადაწყვეტილება. რა თქმა უნდა, რადიკალური ოპოზიცია გააგრძელებს ლობირებას კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ, თუმცა იმედი მაქვს, რომ წელს შარშანდელისგან განსხვავებით ასეთი ქმედებები ხელს არ შეუშლის სამართლიანი გადაწყვეტილების მიღებას. მე მგონია, რომ წელს იქნება მიღებული სამართლიანი გადაწყვეტილება საქართველოს სასარგებლოდ, - ამბობს კობახიძე.

უკრაინასთან და მოლდოვასთან წევრობაზე მოლაპარაკება დაიწყება, საქართველოს ბედი კი ჯერ ისევ გაურკვეველია. ამის შესახებ ბრიტანული გავლენიანი გამოცემა "როიტერი"  ევროკავშირში სამ წყაროზე დაყრდნობით წერს.  გავლენიანი გამოცემის ცნობით, საქართველოსთან დაკავშირებით ევროკავშირის ლიდერებს გადაწყვეტილების მიღება უჭირთ.  

მსგავსი სიახლეები