არგუმენტი არ არსებობს, თუ რატომ არ უნდა მიეცეს ქვეყანას სტატუსი - კალაძე

25.10.23 13:37
არგუმენტი არ არსებობს, თუ რატომ არ უნდა მიეცეს ქვეყანას სტატუსი - კალაძე

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე დარწმუნებულია, რომ საქართველო დეკემბერში კანდიდატის სტატუსს მიიღებს. კახა კალაძე ამტკიცებს, რომ არ არსებობს არგუმენტი, რის გამოც გადაწყვეტილება დადებითი არ იქნება. 

დიდი ოპტიმიზმით ვართ განწყობილი და მგონია, რომ ყველანაირი საფუძველი არსებობს იმისთვის, რომ ქვეყანას სტატუსი მიენიჭოს. უბრალოდ, არგუმენტი არ არსებობს, თუ რატომ არ უნდა მიეცეს ქვეყანას სტატუსი. არც იმაში ვარ დარწმუნებული, რომ არასამართლიანი გადაწყვეტილება იქნება მიღებული. პირიქით, მგონია, რომ დადებითი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, - ამბობს კალაძე. 

უკრაინასთან და მოლდოვასთან წევრობაზე მოლაპარაკება დაიწყება, საქართველოს ბედი კი ჯერ ისევ გაურკვეველია. ამის შესახებ ბრიტანული გავლენიანი გამოცემა "როიტერი"  ევროკავშირში სამ წყაროზე დაყრდნობით წერს.  გავლენიანი გამოცემის ცნობით, საქართველოსთან დაკავშირებით ევროკავშირის ლიდერებს გადაწყვეტილების მიღება უჭირთ.  

მსგავსი სიახლეები