იდეა, რომ პარლამენტში უკრაინელი და მოლდოველი დეპუტატები დამკვირვებელი წევრები იყვნენ, სწორი ნაბიჯია - ვიოლა ფონ კრამონი
ევროპარლამენტი ვიოლა ფონ კრამონი მიიჩნევს, რომ უკრაინისა და მოლდოვას დეპუტატებისთვის დამკვირვებლის სტატუსის შეთავაზება ევროპარლამენტის პრეზიდენტის მხრიდან სწორი ნაბიჯია. ევროდეპუტატის თქმით, ამის შესაძლებლობა ბალკანეთში სხვა კანდიდატ ქვეყნებსაც უნდა მიეცეს.
ევროკავშირი უახლოეს მომავალში გაფართოვდება. პრეზიდენტ მეცოლას იდეა, რომ პარლამენტში უკრაინელი და მოლდოველი დეპუტატები დამკვირვებელი წევრები იყვნენ, სწორი ნაბიჯია. მე და ჩემი კოლეგები ამას დიდი ხანია ვცდილობთ. იგივე შესაძლებლობა უნდა მიეცეს სხვა კანდიდატ ქვეყნებს ბალკანეთში, - წერს ევროპარლამენტარი სოციალურ ქსელში.
მეცოლას ინიციატივის თანახმად, უკრაინისა და მოლდოვას ევროკავშირში გაწევრიანებამდე, ორი ქვეყნის დეპუტატები ევროპარლამენტში "დამკვირვებელი წევრის" სტატუსით უნდა მიიღონ. აქამდე აღნიშნული სტატუსით მხოლოდ წევრი ქვეყნების დეპუტატები სარგებლობდნენ.