ენმ ცოცხალი ადამიანის მავზოლეუმის დაკავებით არის დაკავებული - მდინარაძე
საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და ამბობს, რომ ენმ მიხეილ სააკაშვილის, ცოცხალი ადამიანის მავზოლეუმის დაკავებით არის დაკავებული.
მდინარაძის თქმით, ნაციონალურ მოძრაობაში“ ერთმანეთს ჭამენ და იმაზე მიდის ბრძოლა, ვინ გაანაწილებს თანხებს და ვის ექნება პარტიის შიგნით გავლენა.
„ნაცმოძრაობაში“ რაღაცას იბოდიალებენ და ჩვენ უნდა გავცეთ პასუხი, რას ნიშნავს ეს. რა ვიცი, რას ნიშნავს?! ნიშნავს იმას, რომ არეულ-დარეულები არიან და დავალების შესრულებაც კი უჭირთ. „ნაცმოძრაობა“ არ არსებობს. ეს არის სატელევიზიო პროდუქტი. „ნაცმოძრაობის“ ტელევიზიები აცოცხლებენ რაღაც ვირტუალურ პარტიას, რომელიც რეალურად არ არსებობს. წავლენ, თავისი ბელადის, ცოცხალი ადამიანის მავზოლეუმს გააკეთებენ, ჩამოკიდებენ პიჯაკებს და დადებენ ბოტასებს - ასეთი საქმიანობით არიან დაკავებულები. მერე ერთმანეთს ჭამენ შიგნით. რეალურად, იმაზე ბრძოლა მიდის, ვინ გაანაწილებს შიგნით თანხებს, რაც თავის დროზე ბიუჯეტიდანაა მოპარული და ვის ექნება გავლენა პარტიის შიგნით. რეალურად, პარტია ვირტუალურია. „ნაცმოძრაობა“, როგორც ასეთი, არ არსებობს. მათმა ტელევიზიებმა 2-3 თვის განმავლობაში მავზოლეუმების გახსნები, შიდა დაპირისპირებები თუ არ დაპირისპირებები რომ არ გააშუქონ, პარტია, როგორც ასეთი არ არსებობს. ექსტრემისტული, რადიკალური, ფაშისტური მიმდინარეობის პირთა ჯგუფია“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.