ნიკა მელია გაბოროტებულია - კახა კალაძე

25.10.23 14:09
ნიკა მელია გაბოროტებულია - კახა კალაძე

"ოცნების" გენერალური მდივანი ამბობს, რომ ნიკა მელია გაბოროტებულია, რადგან ხაბეიშვილმა ის თავმჯდომარეობის პოსტიდან გამოაგდო. კახა კალაძის თქმით, ამ ნიადაგზე ენმ-ში დაპირისპირება ისევ გრძელდება. 

ხაბეიშვილი დაუპირისპირდა მელიას მერაბიშვილის, კეზერაშვილის დახმარებით. გამოაგდო, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, პარტიის თავმჯდომარეობიდან და ეს პროცესი გრძელდება. ეს არის მათი პირადი დაპირისპირება. დღეს მელია გაბოროტებულია, ებრძვის ხაბეიშვილს, ებრძვის მერაბიშვილს, - ამბობს კალაძე.

ნიკა მელია ნაცმოძრაობიდან წავა, თუმცა როდის, კონკრეტულ თარიღს არ ამბობს. პოლიტიკურ გეგმებზე მელიამ განცხადება  ინგა გრიგოლიას "რეაქციაში" გააკეთა. ნაცმოძრაობის  ყოფილმა თავმჯდომარემ პარტიაში მიმდინარე პროცესზეც ილაპარაკა და თქვა, რომ ნაცმოძრაობა ამომრჩეველს კარგავს, მიზეზი კი კეზერაშვილის და მერაბიშვილის არაფორმალური მმართველობაა. 

მსგავსი სიახლეები