"არეულ-დარეულები არიან" - მდინარაძე ენმ-ზე
"ქართული ოცნების" წევრი მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" "არეულ-დარეულია". მისი თქმით, ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის წევრები სისულელეებით არიან დაკავებულები, რეალურად, კი პარტიის შიგნით თანხების გადანაწილებისთვის მიდის ბრძოლა.
ეს ნიშნავს იმას, რომ არიან არეულ-დარეულები და დავალების შესრულებაც კი უჭირთ. წავლენ ან რაღაცა მავზოლეუმს გააკეთებენ თავისი ბელადისას, ცოცხალი ადამიანის მავზოლეუმს, ჩამოკიდებენ პიჯაკებს და დადებენ ბოტასებს და ასეთი საქმიანობით არიან დაკავებულები და მერე ერთმანეთს ჭამენ შიგნით და რეალურად, მიდის იმაზე ბრძოლა, ვინ გაანაწილებს შიგნით თანხებს. პარტია არ არსებობს, როგორც ასეთი. არის რაღაცა რადიკალური, ექსტრემისტული, ფაშისტური მიმდინარეობის პირთა ჯგუფი, - ამბობს მამუკა მდინარაძე.
ნიკა მელია ნაცმოძრაობიდან წავა, თუმცა როდის, კონკრეტულ თარიღს არ ამბობს. პოლიტიკურ გეგმებზე მელიამ განცხადება ინგა გრიგოლიას "რეაქციაში" გააკეთა. ნაცმოძრაობის ყოფილმა თავმჯდომარემ პარტიაში მიმდინარე პროცესზეც ილაპარაკა და თქვა, რომ ნაცმოძრაობა ამომრჩეველს კარგავს, მიზეზი კი კეზერაშვილის და მერაბიშვილის არაფორმალური მმართველობაა.