სამნიძის განცხადება მცდელობაა, გაიქცნენ გემიდან, რომელიც ნელ-ნელა იძირება - შალვა პაპუაშვილი

25.10.23 14:35
სამნიძის განცხადება მცდელობაა, გაიქცნენ გემიდან, რომელიც ნელ-ნელა იძირება - შალვა პაპუაშვილი

"ქართული ოცნება" ოპოზიციას კანდიდატის სტატუსის საბოტაჟში ადანაშაულებს - მმართველი პარტიის ლიდერების მესიჯბოქსს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შეუერთდა.  

"ხათუნა სამნიძის განცხადება მცდელობაა, გაიქცნენ გემიდან, რომელიც ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ იყო მომართული. როგორც ჩანს, ხედავენ, რომ ეს გემი ნელ-ნელა იძირება"- თქვა პაპუაშვილმა. 

ხათუნა სამნიძე, მისი პარტია და მისი პოლიტიკური ჯგუფიც საერთოდ ვის ელაპარაკება? მისი ჯგუფის, „რეფორმების ჯგუფის“ წევრი გიორგი ვაშაძეა. ისიც და მისი სხვა კოლეგებიც წელიწად-ნახევრის განმავლობაში ჩართული იყვნენ, რომ საქართველოსთვის ხელი შეეშალათ. სწორედ მათი მცდელობების შედეგი იყო, რომ შარშან, ივნისში საქართველომ კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღო, მაშინ, მათი მცდელობები წარმატებული იყო. როგორც ჩანს, ახლა ხედავენ და გრძნობენ, რომ მათი ანტიქართული გემი იძირება. ერთი ჯგუფი ცდილობს, ამ გემიდან გაიქცეს, მეორე ნაწილი ცდილობს, იქნებ, ანტიქართული განწყობების თუ ანტიქართული პოლიტიკის გემი რამენაირად გადაარჩინონ. ბოლო მცდელობები აქვთ, რამენაირად ჩაშალონ საქართველოს წარმატება, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისი მტკიცებით, ოპოზიციაში ორი ჯგუფია - "ერთი ჯგუფი, რომელსაც დღემდე იმედი არ აქვს გადაწურული, რომ საქართველოსთვის სტატუსის მინიჭების პროცესს ჩაშლის და მეორე ჯგუფია, რომელიც ხედავს, რომ გემი იძირება და ახლა ცდილობს, ეს გემი დატოვოს“

 „ოპოზიციაში არიან პოლიტიკოსები, რომლებიც სხვა გზავნილებით მიდიან პარტნიორებთან და ხელს უშლიან სტატუსზე გადაწყვეტილების მიღებაში. ბოლო დღეებში ამის შესახებ მეტი ინფორმაცია მივიღეთ“ - ეს განცხადება გუშინ ხათუნა სამნიძემ გააკეთა. 

 

მსგავსი სიახლეები