55 მლნ სანქცირებულ რუსულ კომპანიას - საქართველოს რკინიგზა სატვირთო ვაგონებს რუსეთიდან ყიდულობს
55 მილიონი სანქცირებულ რუსულ კომპანიას - საქართველოს რკინიგზა, რომელიც სახელმწიფო კომპანიაა, სატვირთო ვაგონებს რუსეთიდან ყიდულობს. ტენდერი ფინალშია, ჩამონათვალში კი ერთადერთი მონაწილეა, რომელსაც 300 ვაგონის შემოტანა სანქცირებული რუსული კომპანიისგან უნდა. ანუ საქართველო 55 მილიონს მისცემს რუსულ ვაგონმშენებელ ქარხანას, რომლის თანამფლობელიც ოლიგარქის დერეპასკაა და რომელიც უკრაინის მიერ რუსეთში ომის დაფინანსების გამო სანქცირებულია. კომპანია "რუსხიმაში" იმ კომპანიის მომწოდებელია, რომელიც ტენდერში მონაწილეობს.
კორუფციის მკვლევარები საფრთხეებზე საუბრობენ. არასამთავრობო ორგანიზაცია "საგამოძიებო ბიუროს" ხელმძღვანელი ირაკლი აბესაძე ამბობს, რომ სანქცირებულმა კომპანიამ პირობა შესაძლოა, საერთოდ ვერ შეასრულოს. გარდა ამისა, მისი თქმით, არსებობს პოლიტიკური რისკიც.
რა თქმა უნდა, ძალიან დიდი რისკის შემცველია საქართველოსთვის და უშაულოდ თავად კომპანია საქართველოს რკინიგზისთვის. რისკი ეს არის, პირველ რიგში, სამეურნეო და ასევე პოლიტიკურიც. სამერუნეო იმიტომ, რომ უკრაინაში სანქცირებული და ეკონომიკურ ბლოკადაში მყოფი კომპანია ან შეძლებს ვალდებულების შესრულებას ან არა, რაც ნიშნავს, რომ მლნ-ით ლარი უნდა გაფლანგოს და ასეთ რისკზე საქართელოს რკინიგზა შეიძლება მიდიოდეს მხოლოდ და მხოლოდ მსხვილი კორუფციული გარიგების გამო. და პოლიტიკური, რა თქმა უნდა, ვინაიდან სანქცირებულ რუსულ კომპანიებთან თანამშრომლობა ეს არის, ფაქტობრივად, რუსული რეჟიმის გაძლიერება, რაც ჩვენს,როგორ სანდო პოლიტიკური პარტნიორის რეპუტაციას მნიშვნელოვნად ლახავს დასავლეთში. დაუშვებელია ასეულობით და ათეულობით ლარის სახელმწიფო ბიუჯეტიდან, სახელმწიფო ფინანსები იხარჯებოდეს რუსული რეჟიმის გაძლიერებაზე, - ამბობს აბესაძე.
ოპოზიციონერი დეპუტატი ხატია დეკანოიძეს ხელისუფლების ეს გარიგება არ უკვირს. მისი თქმით, ოლეგ დერიპასკა ივანიშვილთან დაახლოებული პირია და ამიტომაც გაფორმდა მის კომპანიასთან ხელშეკრულება.
"ქართული ოცნების“ პირობებში, „ქართულ ოცნებასთან“ მიტმასნილი ადამიანები, ვინც კორუფციაში და კლეპტოკრატიაში არიან ჩართული, სწორედ ამ მიზნით და ამაზე აკეთებენ ფულს. რა თქმა უნდა, არის დაუშვებელი, რომ ოლეგ დერიპასკა, რომელიც არის ერთ-ერთი გამორჩეული სიახლოვით დაკავებული პუტინის კარზე ოლიგარქი და დასანქცირებულია ბიძინა ივანიშვილის ძალიან ახლო ადამიანი. ოლეგ დერიპასკას დღემდე აქვს კონტაქტი ბიძინა ივანიშვილთან, ამიტომ საერთოდ არ მიკვირს, რომ რაღაც გარიგებებით და შესყიდვებით დერიპასკას კომპანიებიდან, შვილობილი კომპანიებიდან ხორციელდება, - ამბობს დეკანოიძე.
"ქართული ოცნება" კი9 ამტკიცებს, რომ აღნიშნული კომპანია სანქცირებული არ არის.
რაც შეეხება კომპანიას, იგი არ არის სანქცირებული საერთაშორისო პარტნიორი ქვეყნების მიერ, ეს ერთი და მეორე ერთი, ჩვენი ინტერესია, შევიძინოთ ხარისხიანი და იაფი პროდუქცია. გასული წლის თებერვლიდან მოყოლებული 250-მდე კომპანიამ, რომელიც დაკავშირებულია რუსულ ბიზნესთან ევროკავშირში, მოიგო 3 მლრდ დოლარამდე ღირებულების ტენდერი. ეს არის ფაქტი. იმას რომ თავი დავანებოთ, რომ რუსულ გაზს დღეში ატარებდა 15 მლნ კუბომეტრს თვითონ უკრაინა და დღეს ატარებს 40 მლნ კუბომეტრს, - ამბობს ვოლსკი.