საქართველოში აკრედიტებული ელჩები ზურაბიშვილთან შესახვედრად მივიდნენ - "პირველების" ექსკლუზიური კადრები

25.10.23 14:59
საქართველოში აკრედიტებული ელჩები ზურაბიშვილთან შესახვედრად მივიდნენ - "პირველების" ექსკლუზიური კადრები

 

 

 

"პირველების" ექსკლუზიური კადრები - მოვლენების ეპიცენტრი პრეზიდენტის სასახლეა, სადაც საქართველოში აკრედიტებული ელჩები ზურაბიშვილთან შესახვედრად მივიდნენ. ადგილზე მინიმუმ 12 მანქანაა, რაც იმას ნიშნავს, რომ პრეზიდენტთან შეხვედრაზე სულ მცირე 12 აკრედიტებული ელჩი იმყოფება.

ეს დიპლომატების და პრეზიდენტის პირველი შეხვედრაა მას შემდეგ, რაც "ოცნებას" პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესი ჩაუვარდა. 

ზურაბიშვილი, სავარაუდო, დღეს დიპლომატებს მოუყვება, რა სამოქმედო გეგმა აქვს და როგორ აპირებს მუშაობს "ოცნების" ტოტალური შანტაჟის და თავდასხმების ფონზე.

იმპიჩმენტის პროცედურის დასრულების შემდეგ, "ოცნების" მხრიდან არაერთხელ მოვისმინეთ განცხადებები, რომ სალომე ზურაბიშვილს არც იმის უფლება აქვს, რომ საქართველოში დიპლომატიური ქვეყნების წარმომადგენლებს მთავრობის ნებართვის გარეშე შეხვდეს.

"პირველების" ინფორმაციით, ზურაბიშვილის დღევანდელი შეხვედრა ელჩებთან მთავრობასთან შეთანხმებული არ ყოფილა. მეტიც, აუდიენციის შესახებ ცნობილიც კი არ იყო მმართველი გუნდისთვის, ამიტომ არ არის გამორიცხული, რომ ახლა "ქართული ოცნების" ახალი თავდასხმების სერია ვიხილოთ პრეზიდენტზე. 

მსგავსი სიახლეები