ვინ უწყობს საბოტაჟს კანდიდატის სტატუსს - პაატა მანჯგალაძე ხელისუფლების იერიშს პასუხობს
"სტრატეგია აღმაშენებელი" დარწმუნებულია, რომ საბოტაჟში დადანაშაულებულ ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის თავად და ნაციონალური მოძრაობა არ იგულისმება.
პაატა მანჯგალაძე ამბობს, რომ სტრატეგია აღმაშენებელი" იყო პირველი პარტია, რომელმაც "ალდეს" მიაღებინა რამდენიმე რეზოლუცია, ამიტომ მისი თქმით, არ არსებობს რაიმე საფუძველიც კი, რომ ეს პარტია სტატუსის საბოტაჟში იყოს დადანაშაულებული.
ჩემი მხრიდან მე დარწმუნებული ვარ არც სტრატეგია აღმაშენებელი, არც ნაციონალური მოძრაობა ამაში არ იგულისხმება, რატომ? იმიტომ, რომ ჩვენი გაცხადებული პოზიცია არის დიახაც ქვეყანამ უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი და სწორედ "სტრატეგია აღმაშენებელი" იყო პირველი პარტია, რომელმაც "ალდეს" მიაღებინა რამდენიმე რეზოლუცია, სადაც პირდაპირ იყო საქართველოს გაწევრიანებაზე მხარდაჭერა. მთავარი არ შეგვეშალოს პროპაგანდაში, ფაქტი და შეფასება არ უნდა ავურიოთ ერთმანეთში", - ამბობს პაატა მანჯგალაძე.
"ლელო", "ნაციონალური მოძრაობა" და ნიკა გვარამია "ოცნების" იმ ჩამონათვალშია, ვინც კობახიძის მტკიცებით, პარტნიორებს დახურულ კარს მიღმა ეუბნება, რომ წლის ბოლოს ქვეყანას სტატუსი არ უნდა მიანიჭონ.