დაასახელეთ, ვისზე გითხრეს სტატუსის მინიჭებას ეწინააღმდეგებაო - გვარამია სამნიძეს, დეკანოიძეს და გოცირიძეს
ნიკა გვარამია ხათუნა სამნიძეს, ხატია დეკანოიძეს და რომან გოცირიძეს მიმართავს, დაასახელონ ვინ, როდის და ვისზე უთხრეს, რომ სტატუსის მინიჭებას ეწინააღმდეგება.
გვარამია ოპოზიციონერების განცხადებებს მავნებლურს უწოდებს
Khatuna Samnidze Roman Gotsiridze Khatia Dekanoidze
დაასახელეთ სამივემ, ვისზე გითხრეს საქართველოდან, სტატუსის მინიჭებას ეწინააღმდეგებაო, ვინ გითხრათ და სად?
თქვენი ზოგადი და გენერალიზებული დღევანდელი განცხადებები, სამწუხაროდ, უკიდირესად მავნებლურია და არაფერს ემსახურება ოცნების პროპაგანდის გაძლიერების გარდა. ეს ან პოლიტიკური უმწიფარობაა, ან უპასუხისმგებლობა, ან (რისი დაჯერებაც მიჭირს) ოცნების ინტერესების შეგნებულად გატარება. სხვა ვარიანტს მე ვერ ვხედავ". - წერს ნიკა გვარამია