„ნაციონალური მოძრაობისა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ კოალიციის წევრები აშშ-ს კონგრესში, კონგრესმენ ლინდა სანჩესს და მაიკ ტერნერს შეხვდნენ

25.10.23 17:35
„ნაციონალური მოძრაობისა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ კოალიციის წევრები აშშ-ს კონგრესში, კონგრესმენ ლინდა სანჩესს და მაიკ ტერნერს შეხვდნენ

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ კოალიცია, კოალიციის  ფარგლებში,  აშშ-ს კონგრესში, კონგრესმენ ლინდა სანჩესს და მაიკ ტერნერს შეხვდნენ. ისინი ასევე წარმოადგენენ ორპარტიულ აშშ-ს დელეგაციას ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში.“ - ამის შესახებ ინფორმაციას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახური ავრცელებს.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ კოალიციამ ამერიკის შეერთებულ შტატებში, კონგრესში, ისევე როგორც სახელმწიფო დეპარტამენტში მაღალი დონის შეხვედრები ჩაატარეს და როგორც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა ამბობს, ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და ეს იყო მკაფიო გზავნილი მათი მხრიდან;

“საკმაოდ საინტერესო შეხვედრები ჩავატარეთ ამერიკის კონგრესში, მთავარი საუბრის თემები იყო საქართველოს და ზოგადად რეგიონის უსაფრთხოება, შავი ზღვა, ჩინეთის და საქართველოს შორის ურთიერთობა და, რა თქმა უნდა, აშშ-ს ჩართულობა საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაში და რას ნიშნავს ამერიკული ინვესტიციები, რას ნიშნავს ამერიკასა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობა, რას ნიშნავს ეს ყველაფერი საქართველოს ეკონომიკური განვითარებისთვის, რამდენი ათი ათასობით სამუშაო ადგილი შეიძლება შეიქმნას და რა თქმა უნდა, კონგრესის წევრები დაინტერესებულები იყვნენ ჩვენი მხრიდან გზავნილებით.“ - განაცხადა ალექსანდრე კრევო ასათიანმა
 

მსგავსი სიახლეები