საკონსტიტუციოს გადაწყვეტილება არ არის ღვთის სიტყვა, პრეზიდენტი არ აპირებს გაჩერებას და იზოლაციას - ბესელია

25.10.23 16:30
საკონსტიტუციოს გადაწყვეტილება არ არის ღვთის სიტყვა, პრეზიდენტი არ აპირებს გაჩერებას და იზოლაციას - ბესელია

ეკა ბესელია ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილი აკრედიტებულ ელჩებს იმისთვის ხვდება, რომ მათგან აზრი მოისმინოს და თავადაც გაუზიაროს კანდიდატის სტატუსის საკითხთან დაკავშირებით.

ბესელია "ტვ პირველის" პირდაპირ ეთერში ხაზგასმით ამბობს, რომ საკონსტიტუციოს გადაწყვეტილება ღვთის სიტყვა არ არის და პრეზიდენტი არ აპირებს არც გაჩერებას და არც იზოლაციას.

ის ყველასთვის გახსნილია, მნიშვნელოვანია, ის ელაპარაკოს ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს და დიპლომატებს. ეს პროცესი არის ორმხრივი, თავადაც უზიარებს, რასაც ფიქრობს და იღებს მოსაზრებებს,  განწყობებს, იდეებს უსმენს იმისთვის, რომ მისი შემდგომი ნაბიჯები იყოს მიზნის მისაღწევად. არ აპირებს გაჩერებას, არ აპირებს იზოლაციაში ყოფნას, საკონსტიტუციოს გადაწყვეტილება არ არის ღვთის სიტყვა, უკაცრავად, მაგრამ ეს გადაწყვეტილება სხვა შემადგენლობამ შეიძლება შეცვალოს. მე კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ იმ სამი მოსამართლის აზრი არის ის, რაც ჩვენ მაშინ კანონმდებლებმა იმ ნორმაში ჩავწერეთ. კონსტიტუციური ნორმა არ შეიცვლება იქამდე, სანამ კონსტიტუცია არ შეიცვლება". - განაცხადა ბესელიამ.

მსგავსი სიახლეები