პრეზიდენტი ზურაბიშვილი გეგმავს, რომ იყოს ძალიან აქტიური კანდიდატის სტატუსის მხარდასაჭერად - ჰერჩინსკი

25.10.23 17:10
პრეზიდენტი ზურაბიშვილი გეგმავს, რომ იყოს ძალიან აქტიური კანდიდატის სტატუსის მხარდასაჭერად - ჰერჩინსკი

დიპლომატებთან შეხვედრა ორბელიანის სასახლეში დასრულებულია - ელჩებმა პრეზიდენტის სასახლე ცოტახნის წინ დატოვეს. 12 ქვეყნის დიპლომატთან ერთად ზურაბიშვილთან დღეს ევროკავშირის ელჩიც მივიდა.

აუდიენციის დასრულების შემდეგ, მედიასთან პაველ ჰერჩინსკიმ სტატუსის მიღების პერსპექტივაზე ილაპარაკა და თქვა ისიც,  რომ პრეზიდენტი გაჩერებას არ აპირებს და  აკრძალვის მიუხედავად ევროინტეგრაციისთვის გააქტიურებას გეგმავს.

პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა მე და ჩემი ევროპელი კოლეგები მოგვიწვია, რათა ესაუბრა იმ გეგმასთან დაკავშირებით, რომელიც მას მომდევნო რამდენიმე კვირასთან დაკავშირებით აქვს. ეს კვირები საქართველოსთვის ნამდვილად გადამწყვეტი იქნება. 8 ნოემბერს ჩვენ პირველად ველოდებით გაფართოების შესახებ ანგარიშს რეკომენდაციებით და წლის ბოლოს შუა დეკემბერს ევროპის 27  ქვეყნის პრეზიდენტი და პრემიერ მინისტრები გადაწყვეტენ შემდეგ ნაბიჯებს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებით. პრეზიდენტი გეგმავს, რომ იყოს ძალიან აქტიური კანდიდატის სტატუსის მხარდასაჭერად, ევროკავშირის აზრით, ეს არის უმნიშვნელოვანესი მომენტი, სადაც ჩვენ გვჭირდება  ყველა მხარის ძალისხმევა, რათა დაარწმუნონ 27 ქვეყნის ლიდერი, რომ საქართველომ განიცადა საკმარისი პროგრესი  კანდიდატის სტატუსის მინიჭების გზაზე. ახლა არის დრო ერთიანობის, რათა ყველამ ერთი მიმართულებით იმუშაოს, იმუშაონ ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართულებით". - განაცხადა ჰერჩნსკიმ.


 

მსგავსი სიახლეები