უფრო მეტის გაკეთება იყო შესაძლებელი, ჭიქა ნახევრად სავსეა და ნახევრად ცარიელი - ჰერჩინსკი რეკომენდაციებზე
ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ, პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ საქართველოს რეკომენდაციების კუთხით უფრო მეტის გაკეთება შეეძლო.
მისი თქმით, მნიშვნელოვანი პროგრესი არ გვაქვს და ამისთვის ბევრი ნაბიჯია გადასადგმელი.
ბევრი გაკეთდა, მაგრამ ჩემი აზრით, უფრო მეტის გაკეთება იყო შესაძლებელი. თუ შევხედავთ პირველ პრიორიტეტს, რაც არის პოლარიზაციაა, ყველამ უნდა ვაღიაროთ, რომ პოლარიზაცია ისევ არსებობს. თუ შევხედავთ დეოლიგარქიზაციას, არსებობს სამოქმედო გეგმა, მაგრამ ეს სამოქმედო გეგმა განსაზღვრავს რა ნაბიჯები გადაიდგმება მომავალში, ამიტომ ჩვენ მნიშვნელოვანი პროგრესი არ გვაქვს და ნაბიჯები ბევრია გადასადგმელი. წინ კიდევ წელიწად ნახევარია, ამ დროის მანძილზე უფრო მეტია გასაკეთებელი. ასე რომ, ჭიქა ნახევრად სავსეა და ნახევრად ცარიელიც, ამაზე მსჯელობა შეიძლება". - განაცხადა ჰერჩინსკიმ.
დიპლომატებთან შეხვედრა ორბელიანის სასახლეში დასრულებულია - ელჩებმა პრეზიდენტის სასახლე ცოტახნის წინ დატოვეს.