ვინ ახდენს სტატუსის საბოტაჟს - დიდი სკანდალი ოპოზიციურ ფლანგზე
ვინ ახდენს სტატუსის საბოტაჟს. დღეს აგორებულ ახალ სკანდალს საბოლოო წერტილი ევროკავშირის ელჩმა დაუსვა. დიპლომატი ამტკიცებს, არც ერთ ოპოზიციურ პარტიას მასთან შეხვედრებზე არ დაუყენებია ეჭვის ქვეშ, იმსახურებს თუ არა ქვეყანა კანდიდატის სტატუსს. მაშინ ვინ აყენებდა ამ მოთხოვნას და სად. დიდი სკანდალი ოპოზიციურ ფლანგზე ხათუნა სამნიძის განცხადებამ გამოიწვია. დეპუტატი ამბობს, რომ ოპოზიციას კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ერთიანი პოზიცია არა აქვს. ამ განცხადების შემდეგ კი ოპოზიციამ და ქართულმა ოცნებამ როლები გაცვალეს.
თუ დღემდე სტატუსის საბოტაჟის მცდელობაში მთავარი ეჭვმიტანილი ხელისუფლება იყო დღეს ამ ბრალდებებს ახალი ადრესატი გამოუჩნდა. კონსპირაციის თეორიის ავტორი ისევ ირაკლი კობახიძეა, რომელიც იმ პოლიტიკურ პარტიებს ასახელებს, ვინც ქვეყნისთვის სტატუსის მინიჭებას ეწინააღმდეგება. ხელისუფლების გეგმის ნაწილია, რომ საზოგადოება ევროკავშირის უარყოფით გადაწყვეტილებას შეაგუოს, მერე კი ყველაფერი ოპოზიციას დააბრალოს. ამავე გეგმას წარმატებით მიყვება ირაკლი ღარიბაშვილი, რომელმაც ოპოზიციას ცოტა ხნის წინ ბრიუსელიდან დაარტყა.
დეტალები ნახეთ, რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში.