მწვანე შუქი უკრაინას და მოლდოვას, საქართველოს ბედი კი ჰაერშია - ორი კვირა ევროკომისიის ვერდიქტამდე
საქართველომ არასაკმარისი ძალისხმევა გაწია კანდიდატის სტატუსის მისაღებად. ევროკავშირის ელჩი იმ კონკრეტულ პუნქტებს ასახელებს, რომლებიც საქართველოს ჯერ კიდევ შეუსრულებელი დარჩა. მათ შორის დეოლიგარქიზაცია და დეპოლარიზაცია. ყველაზე პრიორიტეტული რეკომენდაციების იგნორირება კი ქვეყანას შესაძლოა, უმძიმესი ფასი დაუჯდეს. ევროკომისიის ვერდიქტამდე ზუსტად ორი კვირით ადრე საქართველოს ბედი ისევ გაურკვეველია.
სტატუსთან ერთად საქართველო თამაშგარე მდგომარეობაში ევროპარლამენტშიც აღმოჩნდება. ევროპული პარლამენტის პრეზიდენტი პირადად აწარმოებს მოლაპარაკებებს უკრაინელ და მოლდოველ დეპუტატებთან, რომ ისინი ევროპარლამენტში დამკვირვებლის სტატუსით იყვნენ წარმოდგენილი. პოლიტიკურად თუ ქვეყანა იყურება ევროპისკენ, მაშინ ევროპამ კარი ფართოდ უნდა გააღოს - თუმცა რობერტა მეცოლას ეს მიმართვა ტრიოდან მხოლოდ ორ ქვეყანას ეხება. საქართველო ამ შემთხვევაშიც აუტსაიდერის როლშია.
დეტალები ნახეთ, ინა ცარციძის რეპორტაჟშ.