წავა თუ არა ქართველი ხალხის 55 მლნ მოსკოვში? - რუსული სანქცირებული კომპანია თავს ქართულ სახელს აფარებს

25.10.23 20:38
წავა თუ არა ქართველი ხალხის 55 მლნ მოსკოვში? - რუსული სანქცირებული კომპანია თავს ქართულ სახელს აფარებს

 

ევროკავშირის საბოლოო  გადაწყვეტილებამდე ცოტა ხნით ადრე ხელისუფლება ვა-ბანკზე მიდის. სახელმწიფო კომპანია საქართველოს რკინიგზა 55 მილიონად ყიდულობს ვაგონებს რუსული სანქცირებული კომპანიიდან.   ტენდერი, რომლის პირობებიც სავარაუდოდ კონკრეტულ მომწოდებელზე იყო მორგებული, უკვე ფინალშია.  მას ერთადერთი მონაწილე ქართული შპს "უნი ორი" ყავს, რომელიც ამ სქემაში შუამავალია კვალის დასაფარად.

მას შემდეგ, რაც კონტრაქტი  გაფორმდება, 300 ვაგონი საქართველოში რუსეთიდან შემოვა, მილიონები კი საქართველოს ბიუჯეტიდან რუსული სანქცირებული კომპანიის ანგარიშზე აღმოჩნდება. ეს იქნება პირდაპირი მტკიცებულება, თუ როგორ ეხმარება საქართველო რუსულ რეჟიმს.  კომპანიაც და მისი მფლობელიც    უკრაინის ომის დაფინანსებისთვის  დასანქცირებულია.

დეტალები ნახეთ, ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში.

მსგავსი სიახლეები