მიუხედავად ამდენი დესტრუქციისა და საბოტაჟისა, ჩვენი ქვეყანა მაინც მიიღებს სტატუსს - პრემიერი
მიუხედავად ამდენი დესტრუქციისა და საბოტაჟისა, ჩვენი ქვეყანა მაინც მიიღებს სტატუსს - საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ სტატუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას "დიდი ოპტიმიზმით" ელოდება.
მიუხედავად ამდენი დესტრუქციისა და საბოტაჟისა, ჩვენი ქვეყანა მაინც მიიღებს სტატუსს. მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი იქნება ძალიან კარგად. ჩვენ მშვიდობაც გვექნება, ვართ მოწოდებული, რომ დავიცვათ ჩვენი ხალხი, ჩვენი ქვეყანა და მშვიდად უნდა მივყვეთ, ოღონდ მტკიცედ და ფხიზლად აი ამ სიტუაციას.
ვითვალისწინებ, რა, ჩვენ მიერ გაკეთებულ საქმეებს, ასევე, გეოპოლიტიკურ მდგომარეობას, ვითარებას, რომელიც შექმნილია მსოფლიოში, ასევე, ვითვალისწინებ, რა, იმ პრეცედენტებს, რომელიც უკვე შეიქმნა, შარშან მოლდოვა-უკრაინას მისცეს, რომელთაც საკმაოდ დიდი ჩამორჩენა ჰქონდათ და დღესაც აქვთ საქართველოსთან შედარებით, მე დიდი ოპტიმიზმით ველოდები ჯერ 8 ნოემბრის გადაწყვეტილებას და შემდგომ, დეკემბერში იქნება საბოლოო გადაწყვეტილება", - განაცხადა ღარიბაშვილმა.