უსიამოვნო პრეცედენტები უნდა დავივიწყოთ - პრემიერი აშშ-ზე
ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ის უსიამოვნო პრეცედენტები აღარ განმეორდეს, რომელიც აშშ-ს წინა ელჩის პირობებში მიმდინარეობდა - ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა პრემიერი ბრიუსელში ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, აშშ-თან უსიამოვნო პრეცედენტები უნდა დავივიწყოთ და მომავალზე ვიფიქრეთ.
ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ის უსიამოვნო პრეცედენტები აღარ განმეორდეს, რომელიც წინა ელჩის პირობებში მიმდინარეობდა, ასე რომ ძალიან დიდი ოპტიმიზმით ვუყურებთ თანამშრომლობას ამერიკის ახალ ელჩთან, მინდა, პირადად მას მადლობა ვუთხრა ასეთი კარგი დასაწყისისთვის. იმედი მაქვს, და მინდა გამოვხატო ჩემი ოპტიმიზმი, რომ ასე გაგრძელდება და კიდევ უფრო მეტად გავაძლიერებთ ჩვენს მეგობრობას და პარტნიორობას.
რა თქმა უნდა, ამერიკას ჩვენთვის აქვს უაღრესად დიდი მნიშვნელობა, როგორც ნომერ პირველ სტრატეგიულ პარტნიორს. საქართველოს სჭირდება მხოლოდ მეგობრები, ძლიერი მეგობრები, ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ, გვაქვს ძალიან ბევრი გამოწვევა, ამიტომ, ყოველგვარი ნეგატიური, უსიამოვნო თუ რამე ხდებოდა ურთიერთობებში, უნდა დავივიწყოთ, ჩავაბაროთ წარსულს და ვიფიქროთ მომავალზე, ეს არის ჩემი სურვილი და ჩვენი, ყველას სურვილი". - განაცხადა პრემიერმა.