აშშ საქართველოსგან სამართლიან არჩევნებს ითხოვს
სენატში, ევროპისა და რეგიონული უსაფრთხოების თანამშრომლობის ქვეკომიტეტში, მოსმენა გაიმართა, სადაც ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში საქართველოს მიმართ არსებულ საფრთხეებზე ისაუბრა.
ჯეიმს ობრაიენის თქმით, კოლეგები საქართველოს ხელისუფლებასთან სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების შესახებ აპირებენ მოლაპარაკებების დაწყებას.
ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ, ჯეიმს ო'ბრაიენმა განაცხადა, რომ შტატები 2024 წლის არჩევნებისთვის, გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის გაგზავნის გადაწყვეტილებამდე, გაეროს პირველად მოხსენებას დაელოდება.
"სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ თქვა, რომ ეს ეტყვით, "როგორი უნდა იყოს გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისია. შემდეგ, ჩვენ ვიმუშავებთ საქართველოს ხელისუფლებასთან, რათა დავრწმუნდეთ, რომ ეს არჩევნები იქნება მაქსიმალურად თავისუფალი და სამართლიანი, ჩვენი შესანიშნავი პარტნიორების, როგორც საერთაშორისო ორგანიზაციების, რაც მთავარია, ქართველი ხალხის დახმარებით" - ითქვა სენატში.
ჩვენ ველოდებით გაეროში, არჩევნებისთვის მოსამზადებელი ოფისის პირველად ანგარიშს, რომელიც გვეტყვის, როგორი უნდა იყოს გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის დიზაინი საქართველოში, რის შემდეგაც, ვიმუშავებთ საქართველოს ხელისუფლებასთან, რათა დავრწმუნდეთ, რომ ეს არჩევნები იქნება მაქსიმალურად თავისუფალი და სამართლიანი და ეს ჩვენ ქართველ ხალხთან და ძალიან კარგ პარტნიორებთან, მათ შორის, საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით შეგვიძლია რომ უზრუნველვყოთ.
ვესაუბრეთ აქტივისტებს საქართველოდან და ისინი ამბობენ, რომ საქართველო მათი ქვეყანაა და რომ ისინი არსად მიდიან იმ ქვეყნიდან და რომ იქ იქნება დემოკრატია. ასე რომ, ვფიქრობ, ჩვენი ამოცანაა დავეხმაროთ მათ კარგი არჩევნების ჩატარებაში - აღნიშნა ობრაიანმა.