როცა რუსეთი ცდილობს, გავლენა იქონიოს ჩვენზე, თავისუფალი ახალგაზრდების პოლიტიკაში ჩართვა მნიშვნელოვანია - თათია ნიკოლაშვილი

26.10.23 10:17
როცა რუსეთი ცდილობს, გავლენა იქონიოს ჩვენზე, თავისუფალი ახალგაზრდების პოლიტიკაში ჩართვა მნიშვნელოვანია - თათია ნიკოლაშვილი

სტრასბურგში, ევროპის საბჭოს თვითმმართველობათა და რეგიონული კონგრესის, რიგით 45-ე სესიაზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის მოადგილე თათია ნიკოლაშვილი გამოვიდა.

თათია ნიკოლაშვილმა სიტყვით გამოსვლისას პოლიტიკაში ახალგაზრდების როლზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა იმას, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი იყო ის პიროვნება, რომელმაც გზა გაუკაფა ახალგაზრდებს ქვეყანაში; 

ახალგაზრდების როლი, ჩართულობა, აქტიურობა  მნიშვნელოვანია რეგიონულ და თვითმმართველობათა პოლიტიკურ ცხოვრებაში, მათ შორის ქვეყანაში, რომელსაც მე წარმოვადგენ - მე ვარ იმ თაობის წარმომადგენელი, რომელიც დაიბადა დამოუკიდებელ საქართველოში და შესაბამისად, მე და ჩემი შემდეგი თაობა, ახალგაზრდები ვართ ის ადამიანები, რომლებიც არ ვეგუებით ჩვენს ქვეყანაში რუსულ პროპაგანდას, ოკუპაციას, რეჟიმს, ცენზურას, არადემოკრატიულ მმართველობას და ამის ნათელი დადასტურებაა 2023 წლის 7-8 მარტს განვითარებული მოვლენები, სადაც მიხეილ სააკაშვილის თაობამ, 11 წლიანი რუსული ოლიგარქიული მმართველობის პირობებში, პირველად დაახევინა უკან რუს ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს, მის რუსულ რეჟიმს და რუსული კანონი, რომელიც შემოიტანეს პარლამენტში და დაამტკიცეს, ახალგაზრდების პროტესტის, ჩართულობის შედეგად, ზუსტად 48 საათში, უკან წაიღეს.

იმ პირობებში, როცა რუსეთი ცდილობს, ჩვენს რეგიონში ქვეყნებზე ჰქონდეს მუდმივი გავლენა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახალგაზრდა, ლაღი, თავისუფალი ახალგაზრდების ჩართვა პოლიტიკაში, რომლებიც არასდროს შეეგუებიან მონობას, ცენზურას და ვერ მოატყუებენ ფეიკ ინფორმაციებით. ჩვენს ქვეყანაში მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ახლა პუტინის დავალებით იმყოფება ტყვეობაში და მძევლად ჰყავს აყვანილი რუს ოლიგარქს, იყო ადამიანი, რომელმაც გზა გაუკაფა ახალგაზრდებს ევროპისკენ, თავისუფლებისკენ, დემოკრატიისკენ, მისცა სტიმული, შესაძლებლობა, რომ ქრთამის, კორუფციის გარეშე ჩაებარებინათ საკუთარი ცოდნით და დიდი განსხვავება დაანახა  პუტინის იმპერიალისტურ ზრახვებსა და ევროპულ დემოკრატიას შორის - აღნიშნა თათია ნიკოლაშვილმა.

ასევე, ამ კონგრესზე მონაწილეობას იღებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სევდია უგრეხელიძე, რომელიც რიგით მესამედ ევროპის საბჭოს ადგილობრივ თვითმმართველობათა კონგრესის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს.
 

მსგავსი სიახლეები