"თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის" ფარგლებში საქართველოს ნიკოლ ფაშინიანი ეწვია

26.10.23 10:25
"თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის" ფარგლებში საქართველოს ნიკოლ ფაშინიანი ეწვია

"თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის" ფარგლებში საქართველოს სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი ეწვია - ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს.

უწყების ცნობით, ფაშინიანს აეროპორტში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აშოტ სმბატიანი და სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გიორგი შარვაშიძე დახვდნენ.

 

მსგავსი სიახლეები