"არა კალაძის საცობებს!“ - "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" მშრალ ხიდზე ბანერი გადმოფინა

26.10.23 10:41
"არა კალაძის საცობებს!“  - "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" მშრალ ხიდზე ბანერი გადმოფინა

"არა კალაძის საცობებს!“ - ამ თემაზე აქციას მართავენ თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ირაკლი ნადირაძე, ახალგაზრდული მდივანი იგორ ნარმანია და ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები.

ნადირაძის თქმით, ენმ-ის წარმომადგენლები ყველაფერს გააკეთებ იმისთვის, რომ "კორუმპირებულმა კახა კალაძემ თბილისელები საცობებში არ დაახრჩოს".

საცობები არის ჰაერის დაბინძურების მთავარი წყარო, ამიტომ თბილისელები საათობით არ უნდა იდგნენ საცობებში და საათობით არ უნდა სუნთქავდნენ ამ დაბინძურებულ ჰაერს. ვაგრძელებთ კამპანიას - „არა კალაძის საცობებს!“ და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ვაიძულოთ კორუმპირებული კახი კალაძე და მისი მთავრობა, გადადგან ისეთი ნაბიჯები, რომ თბილისელები არ იხრჩობოდნენ კალაძის საცობებში და არ ჰქონდეთ ეს უდიდესი დისკომფორტი ქალაქში - აღნიშნა ირაკლი ნადირაძემ.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი მიიჩნევს, რომ დედაქალაქში არსებული მდგომარეობა "რუსული ოცნების" მმართველობის უპასუხისმგებლობაა.

კალაძის უნიათო მმართველობის და კორუფციული გარიგებების შედეგია ის, რაც დღეს საქართველოს დედაქალაქში ხდება. ის რაც დღეს ხდება საქართველოს დედაქალაქში, ეს არის მერიის და „რუსული ოცნების“ მმართველობის უპასუხისმგებლობა, პირადად კახა კალაძის უპასუხისმგებლობა და მან უნდა იცოდეს, რომ მას აუცილებლად მოეთხოვება პასუხი თბილისელი მოსახლეობისგან, მას აუცილებლად მოეთხოვება პასუხი იმ კორუფციულ გარიგებებსა და უნიათობებზე, რასაც ის სჩადის თბილისელი მოსახლეობის მიმართ ყოველდღიურად, ამიტომ მან უნდა იცოდეს, რომ ამ პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა - განაცხადა იგორ ნარმანიამ.
 

მსგავსი სიახლეები