სომხეთისა და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრები ერთ სივრცეში - თბილისში "აბრეშუმის გზის" ფორუმი მიმდინარეობს

26.10.23 11:18
სომხეთისა და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრები ერთ სივრცეში - თბილისში "აბრეშუმის გზის" ფორუმი მიმდინარეობს

სომხეთის და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრები თბილისში არიან. ეს არის პირველი შემთხვევა ყარაბაღის კონფლიქტის შემდეგ, როცა ორი ქვეყნის ლიდერი ერთ სივრცეში აღმოჩნდნენ.

დილიდან თბილისში "აბრეშუმის გზის" ფორუმი გაიხსნა. საქართველოს დედაქალაქში მსოფლიოს 60-მდე ქვეყნის 2 000-მდე დელეგატი იმყოფება. 

დღევანდელ შეხვედრაზე შუა დერეფნის მზარდი როლის შესახებ უნდა ისაუბრონ. ასევე დაიგეგმოს აღმოსავლეთ-დასავლეთის ვაჭრობის ახალი არქიტექტურა. ფორუმს ჩვენი ქვეყნისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ანაკლიის პროექტის კუთხით, რადგან ამ პროექტის განხორციელებით საქართველოო რეგიონის ერთ-ერთი მთავარი მოთამაშე გახდება. 

ფოტო არქივიდან.

მსგავსი სიახლეები