"ქართულმა ოცნებამ" აღებ-მიცემობის მონღოლურ პრაქტიკა დაამკვიდრა - დათუნაშვილი
"ქართულმა ოცნებამ" აღებ-მიცემობის მონღოლურ პრაქტიკა დაამკვიდრა" - ასე ეხმაურება პარტია "ლელო საქართველოსთვის" წევრი, თამაზ დათუნაშვილი "ინფორმაციის თავისუფლების და განვითარების ინსტიტუტის" (IDFI) მიერ გამოქვეყნებულ კვლევას.
თამაზ დათუნაშვილის თქმით, 18 მლნ ლარის საჩუქრები გარკვეული ფორმის კორუფციას ნიშნავს, რომელსაც ის პირველყოფილი სახის კორუფციას ადარებს.
18 მლნ ლარის საჩუქრები ნიშნავს გარკვეული ფორმის კორუფციას. პირველყოფილი სახის კორუფციას, როდესაც კონკრეტული ფასიანი და ძვირფასი ნივთებით ადამიანების მოსყიდვა ეს კაცობრიობასავით ძველი ამბავია, სინამდვილეში ოცდამეერთე საუკუნეში და 2023 წელს ამის ყურება არის უკიდურესი სიველურე. 18 მლნ ლარი მგონი ძალიან მარტივად აღსაქმელი რიცხვია 2 წლის მანძილზე და ძალიან კარგად აჩვენებს აღებ-მიცემობის მონღოლურ პრაქტიკას, რომელიც ქართულმა ოცნებამ დაამკვიდრა, როგორც გარკვეული პოლიტიკური ტრადიცია", - ამბობს პარტია "ლელო საქართველოსთვის" წევრი, თამაზ დათუნაშვილი.
შეგახსენებთ, პოლიციელს, ცოლის მამიდამ, ერთ წელში ფული 24-ჯერ აჩუქა. 28 მილიონი ლარი საჩუქრად მთავრობის წევრებს და საჯარო მოხელეებს.
ცნობისთვის, IDFI-მ კვლევის ფარგლებში თანამდებობის პირების მიერ საჩუქრების სავარაუდოდ კანონის დარღვევით მიღების 15 საეჭვო შემთხვევა გამოავლინა.