ხელისუფლება, რომელიც რუსეთს ემსახურება, წინააღმდეგობაში მოდის პრეზიდენტთან, რომელიც ევროინტეგრაციის პროცესში პოზიტიური წვლილის შემტანია - კუპრაძე

26.10.23 12:35
ხელისუფლება, რომელიც რუსეთს ემსახურება, წინააღმდეგობაში მოდის პრეზიდენტთან, რომელიც ევროინტეგრაციის პროცესში პოზიტიური წვლილის შემტანია - კუპრაძე

თავდასხმების ახალი სერია პრეზიდენტზე - "ლელო საქართველოსთვის" გენერალური მდივანი ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილი არის ერთადერთი მაღალი თანამდებობის პირი, რომელიც ევროინტეგრაციის პროცესში პოზიტიური წვლილის შემტანია, ამიტომ გახდა ის "რუსეთის სამსახურში მყოფი" ქართული ოცნების სამიზნე. 

"სალომე ზურაბიშვილი დღეს არის ერთადერთი მაღალი თანამდებობის პირი, რომელიც ევროინტეგრაციის პროცესში პოზიტიური წვლილის შემტანია და საქართველოს მოსახლეობის ინტერესს გამოხატავს, შესაბამისად, ხელისუფლება, რომელიც რუსეთს ემსახურება "ქართულ ოცნებას" ვგულისხმობ მასთან წინააღმდეგობაში მოდის სალომე ზურაბიშვილის ნებისმიერი ტიპის აქტიურობა და მათი თავდასხმებით ზურაბიშვილზე სწორედ ამით არის განპირობებული", ირაკლი კუპრაძე.

ირაკლი ღარიბაშვილი სალომე ზურაბიშვილს თავს ბრიუსელიდან დაესხა. "პრეზიდენტი მოწყენილია" - ამბობს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

მთავრობის მეთაური ვარაუდობს, რომ პრეზიდენტობის ვადის ამოწურვის შემდეგ ზურაბიშვილი პოლიტიკაში დარჩება.