„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ კოალიცია, კამპანიის ფარგლებში, აშშ-ს სენატში და სახელმწიფო დეპარტამენტში შეხვედრებს აგრძელებენ"
როგორც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა ამბობს, ამერიკის შეერთებულ შტატებს ძალიან კარგად ესმის, რომ ახლა ქართველი ხალხისთვის არის უნიკალური შესაძლებლობა, რომ საქართველომ წინ წაიწიოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციაში და საბოლოოდ დატოვოს პოსტ საბჭოთა სივრცე;
გუშინ ძირითადი შეხვედრები კონგრესის წარმომადგენლობით პალატაში გვქონდა, დღეს უკვე შეხვედრები გვაქვს სენატში, ისევე როგორც სახელმწიფო დეპარტამენტში. ყველას ძალიან კარგად ესმის, რომ ახლა არის უნიკალური შესაძლებლობა ქართველი ხალხისთვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ გავიდეს საქართველო პოსტ საბჭოთა სივრციდან, წინ წავიწიოთ ევროატლანტიკურ ინტეგრაციაში, მაგრამ დღეს გვყავს ხელისუფლება, რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ხალხს წაართვას ეს არჩევანი. რა ბერკეტები გააჩნია აშშ-ს? სანქციები არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ბერკეტი, რომელიც აამუშავა აშშ-მ კორუმპირებულ მოსამართლეებთან მიმართებაში, ასევე ოთარ ფარცხალაძესთან მიმართებაში, კონკრეტულად მოიხსენია ის, როგორც რუსი სამხედრო ოლიგარქი, რომელიც ცდილობდა “ეფესბეს” დახმარებით რუსული გავლენები გაეძლიერებინა ქართულ პოლიტიკაში რა ბუნებრივია, ეს არის პირდაპირი მინიშნება ივანიშვილზე, ადე რომ ჩვენ, რა თქმა უნდა, განვიხილეთ სანქციები და ასევე ის პოზიტიური დღის წესრიგი, რომელიც გააღრმავებს საქართველო-ამერიკის ურთიერთობებს და ამას აუცილებლად გავაკეთებთ მას შემდეგ, რაც შეიცვლება რუსული ხელისუფლება და ხელისუფლებაში მოვა პროდასავლური კოალიციური ძალების ერთობა, რომელიც გააღრმავებს ამ ძალიან მნიშვნელოვან სტრატეგიულ ურთიერთობას, რომელიც საქართველოს უნდა ჰქონდეს აშშ-თან სავაჭრო ურთიერთობებში, სტრატეგიულ ურთიერთობებში, ეს საქართველოსთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი.” - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.