გზები ორ ჩვენ მეზობელთან დაკეტილია, რაც ცხადად აჩვენებს ურთიერთობებში დღეს არსებულ სირთულეებს - ფაშინიანი

26.10.23 12:37
გზები ორ ჩვენ მეზობელთან დაკეტილია, რაც ცხადად აჩვენებს ურთიერთობებში დღეს არსებულ სირთულეებს - ფაშინიანი

"გზა ჩვენს ორ მეგობართან ღიაა, ორ მეზობელთან კი დაკეტილი, რაც ურთიერთობებში დღეს არსებულ სირთულეებს აჩვენებს" - განცხადება სომხეთის პრემიერ-მინისტრმა თბილისში "აბრეშუმის გზის" ფორუმის ფარგლებში გააკეთა.

ნიკოლ ფაშინიანის თქმით, მშვიდობის დამყარების გარეშე ნებისმიერი გზის აშენება რთული იქნება, ამიტომ საჭიროა აზერბაიჯანთან ურთიერთობების ნორმალიზაციის უზრუნველყოფა.

გზა აკავშირებს არა მხოლოდ ქვეყნებს, ქალაქებს, ის ასევე აკავშირებს სხვადასხვა ქვეყნის ერებსაც. თავისთავად, ხელმოწერა ამ ჩარჩოზე ხელშემწყობია ჩვენი ურთიერთობების განვითარების, ჩვენი საკუთარი მაგალითიდან კარგად ვიცით, გზა ორ ჩვენს მეგობართან ღიაა და თავისთავად ეს მიმანიშნებელია, რომ ჩვენი ურთიერთობა არის მეგობრული ხასიათის, გზები ორ ჩვენ მეზობელთან დაკეტილია, რაც ცხადად აჩვენებს ურთიერთობებში დღეს არსებულ სირთულეებს, მაგრამ აქ არ მოვსულვარ, რომ მესაუბრა რთულ ურთიერთობებზე, აქ იმისთვის ვარ, რომ განვაცხადო მშვიდობის გარეშე ნებისმიერი გზის შენება, იქნება ძალიან ძნელი, აგრეთვე ცხადია, რომ ჩვენ რეგიონს, ამიერკავკასიას სჭირდება ხანგრძლივი მშვიდობა. და რას წარმოადგენს მშვიდობა, ეს არის ისეთი მდგომარეობა, სადაც ქვეყნები არსებობენ და ფუნქციონირებენ ღია საზღვრებით, ისინი ურთიერთდაკავშირებულები არიან ეკონომიკური და კულტურული კავშირებით, გააჩნიათ აკომულირებული ცოდნა და გამოცდილება, რომელსაც ერთმანეთს უზიარებენ დიალოგის საშუალებით და ეს წარმოადგენს მშვიდობას - აღნიშნა ფაშინიანმა.