ზურაბიშვილი "ოპოზიციის ლიდერად" სჭირდებათ, მარჯვენამ არ იცის რას აკეთებს მარცხენა, მაგრამ იცის ივანიშვილმა - მანჯგალაძე
"ჟანრის კლასიკა არის, რომ თუ "ქართული ოცნება" არ გალანძღავს პრეზიდენტს, პრეზიდენტისგან არ შეიქმნება "გმირი" - "სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე პრემიერის მიერ გუშინ ბრიუსელიდან გაკეთებულ განცხადებებს ეხმიანება.
მისი თქმით, თუ "ქართული ოცნება" არ გალანძღავს პრეზიდენტს, პრეზიდენტისგან არ შეიქმნება გმირი, რატომ სჭირდება "ქართულ ოცნებას" სალომე ზურაბიშვილი ბრჭყალებში "ოპოზიციის ლიდერად".
პარლამენტის წევრი დარწმუნებულია, რომ სალომე ზურაბიშვილსა და პრემიერს შორის ურთიერთბრალდებები ივანიშვილის სცენარის ნაწილია.
"ჟანრის კლასიკა არის, რომ თუ "ქართული ოცნება" არ გალანძღავს პრეზიდენტს, პრეზიდენტისგან არ შეიქმნება გმირი, რატომ სჭირდება "ქართულ ოცნებას" სალომე ზურაბიშვილი "ოპოზიციის ლიდერად" იმიტომ, რომ მიხეილ სააკაშვილთან, გიორგი ვაშაძესთან, ნაციონალურ მოძრაობასთან დაკავშირებული ლიდერები კი არ ეგონოს ხალს მთავარი ძალა, არამედ, სალომე ზურაბიშვილი. ორივეს აწყობს ეს სცენარი, მარჯვენამ არ იცის რას აკეთებს მარცხენა, მაგრამ ივანიშვილმა იცის ორივე", - ამბობს პაატა მანჯგალაძე.
ირაკლი ღარიბაშვილი სალომე ზურაბიშვილს თავს ბრიუსელიდან დაესხა. "პრეზიდენტი მოწყენილია" - ამბობს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
მთავრობის მეთაური ვარაუდობს, რომ პრეზიდენტობის ვადის ამოწურვის შემდეგ ზურაბიშვილი პოლიტიკაში დარჩება.