"კორუფციის სინონიმი, ფულის გათეთრება, შავი ხვრელი" - ექსპერტები მაღალჩინოსნებისთვის "ნაჩუქარ" მილიონებზე
"კორუფციის სინონიმი" - ასე მოიხსენებენ მკვლევარები დეკლარაციებში საჩუქრებად მოხსენიებულ მილიონებს. მათი თქმით, სქემა მარტივია, მაღალჩინოსნები, რომლებიც საკუთარ შემოსავალს და ხარჯებს ვერ აბალანსებენ, გზას ნათესავებში პოულობენ და ამტკიცებენ, რომ სწორედ ისინი ჩუქნიან თანხებს. კორუფციის მკვლევრები ეჭვობენ, რომ ეს არის არალეგალური შემოსავლები.
შპს "ნიაური და კომპანია" გენერალური დირექტორის, ბადრი ნიაურის თქმით, სამართლებრივად ეს არის კორუფციის სინონიმი, ხოლო მოლარული თვალსაზრისით ნიაური ამ ყველაფერს "დაბალ მენტალობად" აფასებს. ექსპერტი საუბრობს პირდაპირი ფულის გათეთრებაზე და ამბობს იმასაც, რომ ამ შემთხვევაში ნათესავებს რთავენ ამ ამბებში.
ფაქტია, რომ ასეთი საჩუქრები ობიექტურად არის შინაარსობრივად სხვა დატვირთვის. ეს სამართლებრივად შეიძლება ვთქვათ, რომ ეს არის კორუფციის სინონიმი, ხოლო მოლარულად ეს არის დაბალი მენტალობა, აზიური მენტალობის გამოვლენა. ეს არის პირდაპირ ფულის გათეთრება და ამ შემთხვევაში უბრალოდ ნათესავებს ამორალურები ცდილობენ, რომ "გააპრავონ" საკუთარი შემოსავლები ყველი შემთხვევისთვის, თუმცა ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ მათი დევნა იმ ინსტიტუციების მხრიდან, სადაც მუშაობენ ბუნებრივია არ ხდება. შინაარსობრივად ეს არის პირდაპირ ფულის გათეთრება, შავი ხვრელი, კორუფცია", - ამბობს შპს "ნიაური და კომპანიას" გენერალური დირექტორი, ბადრი ნიაური.
შეგახსენებთ, IDFI-მ კვლევის ფარგლებში თანამდებობის პირების მიერ საჩუქრების სავარაუდოდ კანონის დარღვევით მიღების 15 საეჭვო შემთხვევა გამოავლინა.
ახლა მთავარი კითხვაა როდის დაინტერესდება სუს-ის ანტიკორუფციული სამსახური და გაარკვევენ თუ არა საიდან აქვთ ფული ან აქვთ თუ არა საერთოდ საჯარო მოხელეების ნათესავებს.