ევროკომისიისგან ველოდებით სამართლიან გადაწყვეტილებას - რატი ბრეგაძე
აბრეშუმის ფორუმის დასრულების შემდეგ, ღარიბაშვილის გუნდის წევრები ამბობენ, რომ ევროკომისიისგან ელოდებიან სამართლიან გადაწყვეტილებას.
იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე ამბობს, რომ პარტნიორებისგან არის პოზიტიური განწყობა და შესაბამისად, საქართველოს ხელისუფლებაც პოზიტიური გადაწყვეტილების მოლოდინშია.
მათ უნდა მიიღოს სამართლიანი გადაწყვეტილება, რასაც ყველანი ველოდებით. არის საკმაოდ პოზიტიური განწყობა და ბუნებრივია, ჩვენი განწყობაც არის საკმაოდ პოზიტიური. საქართველო როდესაც იმსახურებს კანდიდატის სტატუსის მინიჭებას და როდესაც მიიღებს ამ სტატუსს, ეს გადაწყვეტილება იქნება სამართლიანი". - ამბობს რატი ბრეგაძე.