როცა პრეზიდენტი არ იქნება, მისი ნებაა სად წავა - ბრეგაძე ამტკიცებს, რომ ზურაბიშვილის ოპოზიციაში გადასვლაში პრობლემას ვერ ხედავს

26.10.23 14:25
როცა პრეზიდენტი არ იქნება, მისი ნებაა სად წავა - ბრეგაძე ამტკიცებს, რომ ზურაბიშვილის ოპოზიციაში გადასვლაში პრობლემას ვერ ხედავს

 რატი ბრეგაძე სალომე ზურაბიშვილის ოპოზიციაში გადასვლაში პრობლემას ვერ ხედავს -  იუსტიციის მინისტრი იქვე ამტკიცებს, რომ პრეზიდენტს თავს არავინ ესხმის. 

პრემიერის განცხადებაში სად ნახეთ თავდასხმა? ამ ქვეყანაში პოლიტიკური საქმიანობის უფლება აქვს ყველას, ვინც დააკმაყოფილებს შესაბამის წინაპირობებს. თუ პრეზიდენტი, მას შემდეგ, რაც აღარ იქნება პრეზიდენტი, გამოხატავს სურვილს, რომ იყოს პოლიტიკურად აქტიური, გახდეს რომელიმე პოლიტიკური პარტიის წევრი, ეს იქნება მისი ნება, ამაში რა პრობლემაა. კიდევ ერთხელ გიმეორებთ, რომ სადაც მოინდომებს ადამიანი, რომ იყოს მას შემდეგ, რაც აღარ იქნება საქართველოს პრეზიდენტი, იქ შეუძლია, გააგრძელოს მოღვაწეობა, იქნება ეს პოლიტიკა, ბიზნესი, არასამთავრობო სექტორი, მეცნიერება თუ სხვა, ეს არის მისი გადასაწყვეტი“, - განაცხადა ბრეგაძემ.

"პრეზიდენტი მოწყენილია" - თქვა გუშინ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. მთავრობის მეთაური ვარაუდობს, რომ პრეზიდენტობის ვადის ამოწურვის შემდეგ ზურაბიშვილი პოლიტიკაში დარჩება.

დღეს დილიდან კი ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ არჩევნებზე სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციის კანდიდატად განიხილება.