,,ლელო" არა "ქართული ოცნების", არამედ ჩვენი ოპოზიცია გახდა - გახარიას გუნდი

11.06.21 13:12
,,ლელო" არა "ქართული ოცნების", არამედ ჩვენი ოპოზიცია გახდა - გახარიას გუნდი

"ვხედავ უცნაურ ჭორაობას"- ასე ეხმაურება პარტია "საქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერი, ანა ბუჩუკური, "ლელოს" წევრის, მამუკა ხაზარაძის, მიერ გაკეთებულ სკანდალურ განცხადებას, რომლის მიხედვითაც "ბადრი ჯაფარიძეს მუქარის წერილი გახარიამ საკუთარ კაბინეტში გადასცა". 

ბატონი ხაზარაძე "ქართული ოცნების" ოპოზიციის ნაცვლად, გადავიდა გიორგი გახარიას ოპოზიციაში. შეიძლება, ეს ადამიანი ცდილობს გიორგი გახარიას ხარჯზე შეინარჩუნოს აქტუალურობა. 

მე, როგორც იურისტი, მინდა ვურჩიო, როგორც დეპუტატმა მოითხოვოს საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნა, გინდათ ანაკლიაზე და გინდათ წერილზე. ჩვენ ამ თემაზე საუბარი ამოვწურეთ. 

როგორც იურისტი, ვხედავ მხოლოდ არა მტკიცებულებებზე დაფუძნებულ საუბარს, არამედ, რაღაც უცნაურ ჭორაობას",- განაცხადა ბუჩუკურმა.