"ღარიბაშვილს ეშინია ქართველი ხალხის"- სალომე სამადაშვილი

26.10.23 13:43
"ღარიბაშვილს ეშინია ქართველი ხალხის"- სალომე სამადაშვილი

"ღარიბაშვილს ეშინია ქართველი ხალხის"- ასე აფასებს "ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი, სალომე სამადაშვილი თავდასხმების სერიას, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ ახორციელებს. 

ოპოზიციონერი დეპუტატი ამბობს, რომ ყველა პოლიტიკოსი, რომელიც აშკარად ამხელს "ქართულ ოცნებას" რუსული დავალების შესრულებაში მათთვის მიუღებელია. 

ღარიბაშვილს ეშინია ქართველი ხალხის, რომელიც დარწმუნებული ვარ, რომ თავის გააჩენს ამ ხელისუფლებასთან დაკავშირებით, მომდევნო საპარლამენტო არჩევნების დროს დადებს. ამ თვალსაზრისით, ცხადია, ყველა საზოგადო მოღვაწე თუ პოლიტიკოსი, რომელიც ღიად და აშკარად ამხელს "ქართულ ოცნებას" რუსული დავალების შესრულებაში, მათთვის არის დისკომფორტის შემქმნელი - ამბობს სალომე სამადაშვილი.

ირაკლი ღარიბაშვილი სალომე ზურაბიშვილს თავს ბრიუსელიდან დაესხა. "პრეზიდენტი მოწყენილია" - ამბობს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

მთავრობის მეთაური ვარაუდობს, რომ პრეზიდენტობის ვადის ამოწურვის შემდეგ ზურაბიშვილი პოლიტიკაში დარჩება.

დღეს დილიდან კი ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ არჩევნებზე სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციის კანდიდატად განიხილება.