12 რეკომენდაციაზე გაცილებით მეტი შევასრულეთ - აზარაშვილი
აუცილებლად გვექნება კანდიდატის სტატუსი - ეს განცხადება აბრეშუმის ფორუმის დასრულების შემდეგ, ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა გააკეთა.
მისი თქმით, "ოცნების" ხელისუფლებამ კანდიდატის სტატუსის მისაღებად 12 რეკომენდაციაზე გაცილებით მეტი შეასრულა.
"ძალიან პოზიტიური მოლოდინი გვაქვს და აუცილებლად გვექნება კანდიდატის სტატუსი. გადაწყვეტილება აუცილებლად იქნება ჩვენს სასარგებლოდ მიღებული. 12 რეკომენდაცია კი არა შევასრულეთ გაცილებით მეტი".- განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.