სალომე ზურაბიშვილი „ნაცმოძრაობის“ პრეზიდენტია - მამუკა მდინარაძე

26.10.23 13:43
სალომე ზურაბიშვილი „ნაცმოძრაობის“ პრეზიდენტია - მამუკა მდინარაძე

"ქართული ოცნება" საქართველოს მეხუთე პრეზიდენტზე თავდასხმას აგრძელებს - როგორც მმართველი პარტიის წარმომადგენელმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, სალომე ზურაბიშვილი "ნაციონალური მოძრაობის" რიგებში ჩაეწერა.

ორი „ნაცი“, სამი „ნაცი“ თუ ასი „ნაცი“ ერთმანეთს რაზე შეხვდება, აღარ არის მნიშვნელოვანი, რადგან ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა აირჩია გზა, რომელსაც ეწოდება „ნაცმოძრაობის“ გზა, ის არის უკვე „ნაცმოძრაობის“ პრეზიდენტი,  თქვა პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან. 

ზურაბიშვილი ირწმუნება, რომ ზურაბიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ პრეზიდენტია და ამტკიცებს, რომ მათთვის აღარ არის საინტერესო, რაზე ესაუბრება ის ათონელის რეზიდენციაში ოპოზიციას. 

უკვე ეს კითხვა შეგვიძლია, განვიხილოთ ისე, რას ემსახურება ხაბეიშვილის და რომელიღაც მეორე „ნაცის“ შეხვედრები ერთმანეთთან. რას ემსახურება და კოორდინაციას, შიდა პარტიულ მავნებლურ გეგმებს და მის განხორციელებას. სალომე ზურაბიშვილის შეხვედრები „ნაცებთან“ აღარ არის უკვე პრეზიდენტის და „ნაცების“ შეხვედრა. ორი „ნაცი“, სამი „ნაცი“ თუ ასი „ნაცი“ ერთმანეთს რაზე შეხვდება აწი, აღარ არის მნიშვნელოვანი, იმიტომ, რომ ქალბატონმა სალომემ აირჩია გზა, რომელსაც ეწოდება „ნაცმოძრაობის“ გზა, ის არის უკვე „ნაცმოძრაობის“ პრეზიდენტი. ჩვენგან, ანუ, ქართველი ხალხის უმრავლესობისგან, მას ლეგიტიმაცია არ აქვს"-  თქვა მამუკა მდინარაძემ.

მმართველი პარტიის წევრმა იერიში ოპოზიციაზე მიიტანა და ოპონენტები კანდიდატის სტატუსის საბოტაჟში დაადანაშაულა. 

დიდია იმის მოლოდინი, რომ ჩვენი ქვეყანა კანდიდატის სტატუსს მიიღებს. უკვე წავიდა ოპოზიციის რიგებში იმაზე საუბარი თუ ვინ დაიმსახურა, ვის მიეწეროს და ვინ თქვას „ჩვენ რომ არა, ეს ასე არ იქნებოდაო“, ოღონდ ხელისუფლებას ჩამოაშორონ ეს ყველაფერი. ხანდახან ვხუმრობთ კიდეც, რომ მოდი, ჯერ სტატუსი მივიღოთ და „ჰოპლა“ მერე თუ გნებავთ ხაბეიშვილს ან ვაშაძეს დავაძახებინოთ. ეგენი მართალია ხტომაში მაინც და მაინც მაგრები არ არიან, მაგრამ „ჰოპლას“ ძახებაში და ასეთ პათოსში გამოირჩევიან - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.