"ოცნების" მესიჯბოქსი გრძელდება - "ყველაფერს აკეთებენ, რომ საქართველომ სტატუსი "ოცნების" პერიოდში არ მიიღოს

26.10.23 14:02
"ოცნების" მესიჯბოქსი გრძელდება - "ყველაფერს აკეთებენ, რომ საქართველომ სტატუსი "ოცნების" პერიოდში არ მიიღოს

"ქართული ოცნების" მესიჯბოქსი გრძელდება - კობახიძის გუნდი ამტკიცებს, რომ ოპოზიცია კანდიდატის სტატუსის საბოტაჟით არის დაკავებული.

როგორც ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მედიას განუცხადა, ამ მიმართულებით ნიკა მელიას და ლევან ხაბეიშვილს საერთო მესიჯბოქსები აქვთ.

მათ მეტი რესურსი აქვთ, რომ ერთ აზრზე იყვნენ. რატომ იცით? ერთი დავალების ქვეშ მოქმედებენ. თუმცა აი ამ ვითარებაშიც კი, როდესაც „მესიჯბოქსი“ ერთი აქვთ. წარმოიდგინეთ, ამ ქვეყნისათვის ერთი მავნე მიმართულებით და არა მხოლოდ, რომელიმე პარტიის ან სახელისუფლებო გუნდისათვის აქვთ ერთი „მესიჯბოქსი“. საერთო „მესიჯბოქსით“ და საერთო მიზნებით მოქმედებენ, ქვეყნის წინააღმდეგაც მოქმედებენ.

აგერ სკანდალური ამბავი გაუსკდათ, რასაც ჩვენ ისედაც ვლაპარაკობდით. სკანდალი ისაა, რომ თავიანთმა თანამოაზრეებმა გახეთქეს ეს ამბავი, რომ ისინი ყველაფერს ცდილობენ, რათა საქართველომ „ქართული ოცნების“ პირობებში კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს. ან თუ მიიღებს რაღაცნაირი მესიჯები გაახმოვანონ.

ახლა კულისებში ახალი კამპანია დაიწყეს, რომ რამენაირად, კანდიდატის სტატუსის მიღება საქართველოს ხელისუფლებას არ დაბრალდეს. რა ვიცი, ვის უნდა დაბრალდეს. ვინც უნდა, რაც უნდა ის დაიბრალოს, ოღონდ ეს ქვეყანა არ დააზიანონ, მოგვცენ კანდიდატის სტატუსი - აღნიშნა მდინარაძემ.