ჩემი სიმამრი მთელი ცხოვრებაა აშენებს, რადგან მისი შვილი ცოლად მოვიყვანე ბიზნესი გადმოგიფორმოთ თუ რა ქნას?! - მდინარაძე
"ჩემი სიმამრი მთელი ცხოვრებაა აშენებს, რადგან მისი შვილი ცოლად მოვიყვანე ბიზნესი გადმოგიფორმოთ თუ რა ქნას?!" - ასე უპასუხებს "ქართული ოცნების" დეპუტატი, მამუკა მდინარაძე ჟურნალისტებმა მიერ დასმულ შეკითხვას IDFI-ის ახალ კვლევაზე.
"ოცნების" ლიდერმა სიმამრის დიდძალი ქონების შესახებ "შაბათის ეთერის" მიერ მომზადებული სიუჟეტიც გაიხსენა და თქვა, რომ მას არალეგალური შემოსავლებში ვერავინ დასდებს ბრალს.
მახსოვს თქვენი კოლეგა ტელევიზიის წარმომადგენლები ჩემ სიმამრს როგორ დასდევდნენ სახლს რატომ უშენებო თქვენ შვილსო, საგურამოშიო და ის კაცი მთელი ცხოვრება აშენებს სახლებსაც, უფრო დიდ ობიექტებსაც, ქარხნებსაც და თავისი შემოსავალი აქვს და რადგან ჩემი სიმამრია და 18 წლის წინ მისი შვილი ცოლად მოვიყვანე, ბიზნესი შეწყვიტოს და გადმოგიფორმოთ თქვენ თუ რა ქნას ახლა იმ კაცმა. მე გარანტიას გაძლევთ, პირადად, ვერასდროს ვერ მიპოვით არალეგალურ შემოსავალს, ვერც ერთ თეთრს, იმ წამსვე, იმ დღესვე ასეთ რამეს თუ მიპოვის ვიღაც, საერთოდ წავალ ჩემი თანამდებობიდან".
"შაბათის ეთერის" გამოძიებით დგინდებოდა, რომ საგურამოში 1211 კვადრატული მეტრი მიწა მდინარაძის სიმამრმა, გულივერ კუნჭულიამ 2019 წელს შეიძინა. ტერიტორია ორად გაყო და ერთდროულად ორი ორსართულიანი სახლის მშენებლობა წამოიწყო.
კუნჭულია მაშინ ამტკიცებდა,რომ ფული ბიზნესიდან აქვს, თუმცა აღმოჩნდა, რომ "გონიო 2003" გაკოტრების პირასაა.
რაც შეეხება IDFI-ს კვლევას, ორგანიზაციამ ფარგლებში თანამდებობის პირების მიერ საჩუქრების სავარაუდოდ კანონის დარღვევით მიღების 15 საეჭვო შემთხვევა გამოავლინა.
ახლა მთავარი კითხვაა როდის დაინტერესდება სუს-ის ანტიკორუფციული სამსახური და გაარკვევენ თუ არა საიდან აქვთ ფული ან აქვთ თუ არა საერთოდ საჯარო მოხელეების ნათესავებს.