"ოცნებაა" ჯეიმს ო ბრაიანს მეტი კონკრეტიკისკენ მოუწოდებს
"ქართული ოცნების" დეპუტატი ირაკლი ქადაგიშვილი, სანქციების არქიტექტორის, ჯეიმს ო ბრაიანს მეტი კონკრეტიკისკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ საქართველო საერთაშორისო სანქციებს პირნათლად იცავს.
ქადაგიშვილი აცხადებს, რომ საქართველომ საკუთარი ევროპული არჩევანი დიდი ხნის წინ გააკეთა.
ბატონმა სენატორმა უფრო მეტი კონკრეტიკა უნდა დაასახელოს. საქართველო არის ის ქვეყანა, რომელიც საერთაშორისო სანქციებს ყველაზე პირნათლად იცავს, განსხვავებით ევროკავშირის ქვეყნებისაგან. საქართველოს არჩევანი დიდი ხნის წინ აქვს გაკეთებული და ამაზე ახლა ბატონი სენატორის აპელირება ცოტა დაგვიანებულია. გმადლობ, ამ არჩევანის შეხსნებისთვის, მაგრამ აქედან მივმართავ, რომ საქართველოს ეს არჩევანი დიდი ხნის წინ აქვს გაკეთებული - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემა კრიტიკული გზავნილები სენატის დარბაზიდან. გააჟღერა. ჯეიმს ო ბრაიენი ფიქრობს რომ საქართველოში რუსული გავლენები ჩამოეზრდება და ოკუპანტი ქვეყანა მიტაცებულ ტერიტორიებს სამხედრო ბაზად გადაქცევას უპირებს.
საკითხავია, ბიზნესების მცირე ჯგუფი და სხვები, რომლებსაც აქვთ გარკვეული პოლიტიკური გავლენა, ამჯობინებენ თუ არა [საქართველოს] რუსეთსა და დასავლეთს შორის, რუხ ზონად ყოფნას - ამბობს ის.