გამოვრიცხავ, რომ პრეზიდენტი გადადგეს ან ვადამდელი გადაწყვეტილება მიიღოს - დეკანოიძე

26.10.23 15:45
 გამოვრიცხავ, რომ პრეზიდენტი გადადგეს ან ვადამდელი გადაწყვეტილება მიიღოს - დეკანოიძე

"ევროოპტიმისტების" ლიდერი სალომე ზურაბიშვილის გადადგომას გამორიცხავს, თუმცა როგორც ხატია დეკანოიძემ "პირველებს" უთხრა, პრეზიდენტთან შეხვედრაზე საუბრის თემა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი იყო. 

რაც შეეხება 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს, პოლიტიკოსი ამბობს, რომ ახალი გადანაწილებები წინასაარჩევნოდ მოსალოდნელია და ეს გადანაწილებები ორ ცენტრს შორის იქნება: 

ისინი საფრთხეს ხედავენ იმ საზოგადოების მობილიზაციაში, ვინც არის ორ ცენტრ შორის, ეს ახალი არ არის, ამაზე ბიძინა ივანიშვილი დიდ ხანს საუბრობდა, მაგრამ მე რა თქმა უნდა, გამოვრიცხავ, რომ პრეზიდენტი გადადგეს ან ვადამდელი გადაწყვეტილება მიიღოს. გაერთიანდება ვინმესთან, არ გაერთიანდება, როგორი იქნება მისი მხარდაჭერა ამას მე ვერ გეტყვით. მაგრამ ფაქტია, რომ ახალი გადანაწილებები წინა საარჩევნოდ იქნება და ეს გადანაწილებები ორ ცენტრს შორის იქნება. არ ყოფილა შეხვედრაზე მაგაზე საუბარი, შეხვედრაზე საუბარი იყო კანდიდატის სტატუსზე, რა შეიძლება გააკეთოს თითოეულმა ჩვენგანმა - ამბობს დეკანოიძე.

"პრეზიდენტი მოწყენილია" - თქვა გუშინ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. მთავრობის მეთაური ვარაუდობს, რომ პრეზიდენტობის ვადის ამოწურვის შემდეგ ზურაბიშვილი პოლიტიკაში დარჩება.

დღეს დილიდან კი ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ არჩევნებზე სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციის კანდიდატად განიხილება.