ქართველი ხალხის ნების უგულებელყოფა არჩევნების დროს სანქციების წინაპირობა იქნება - დეკანოიძე
საქართველოს მოქალაქეების ნების უგულებელყოფა არჩევნების დროს სანქციების წინაპირობა იქნება - ამის შესახებ "ევროოპტიმისტების" დეპუტატი ხატია დეკანოიძე სენატის უმწვავესი გზავნილების კომენტირებისას ისაუბრა.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი "ქართულ ოცნებას" აფრთხილებს, რომ რუსეთის სახელმწიფოსთან ნებისმიერი სახის თანამშრომლობა დაუყოვნებლივ დასანქცირდება.
ნებისმიერი რუსეთთან თანამშრომლობის გამოაშკარავება კონკრეტული ბიზნეს ჯგუფის მხრიდან, რაც მოხდა ფარცხალაძის შემთხვევაში, ეს იქნება დაუყოვნებლივ შეჩერებული სანქციებით და ამაზე საუბრობდნენ მოსმენაზე. რაც შეეხება რეფორმებზე ზეწოლას, ესეც არის ერთ-ერთი სერიოზული ზეწოლის მექანიზმი, როდესაც "ქართულ ოცნებას" უნდა ესმოდეს, რომ არამხოლოდ რეფორმები, არამხოლოდ რუსული გავლენების გაზრდა საქართველოში, არამედ საქართველოს მოქალაქეების ნების უგულებელყოფა არჩევნებზე, იქნება სერიოზული სანქციების წინაპირობა - აღნიშნა დეკანოიძემ.
ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემა კრიტიკული გზავნილები სენატის დარბაზიდან. გააჟღერა. ჯეიმს ო ბრაიენი ფიქრობს რომ საქართველოში რუსული გავლენები ჩამოეზრდება და ოკუპანტი ქვეყანა მიტაცებულ ტერიტორიებს სამხედრო ბაზად გადაქცევას უპირებს.
საკითხავია, ბიზნესების მცირე ჯგუფი და სხვები, რომლებსაც აქვთ გარკვეული პოლიტიკური გავლენა, ამჯობინებენ თუ არა [საქართველოს] რუსეთსა და დასავლეთს შორის, რუხ ზონად ყოფნას - ამბობს ის.