თელავის მერიამ, საახალწლო სანათების და ნაძვის ხის შეძენაში 600 ათას ლარამდე დახარჯა - გიგიტელაშვილი

26.10.23 16:23
თელავის მერიამ, საახალწლო სანათების და ნაძვის ხის შეძენაში 600 ათას ლარამდე დახარჯა - გიგიტელაშვილი

„თელავის მერიამ დაახლოებით 600 ათას ლარამდე დახარჯა საახალწლო სანათების და ნაძვის ხის შეძენაში, რაც მიანიშნებს ერთ რამეზე - ადგილი აქვს თანხის არაგონივრულად ხარჯვას, ან კიდევ კორუფციას.“ - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“  თელავის საკრებულოს წევრმა, გიგი გიგიტელაშვილმა განაცხადა.

გიგიტელაშვილი შესაძლო კორუფციაზე საუბრობს და ამბობს, რომ თანხა არამიზნობრივად იხარჯება.

„ბოლო ორი წლის განმავლობაში თელავის მუნიციპალიტეტის მერიამ საახალწლო სანათების შეძენაში, საახალწლო ნაძვის ხის შეძენაში დაახლოებით 600 ათასი ლარი დახარჯა და არ მგონია გონივრული იყოს, რომ თელავის მორთვა უფრო ძვირი ჯდებოდეს, ვიდრე ევროპის დედაქალაქების. ეს მიანიშნებს ერთ რამეზე, რომ ან ეს თანხები იხარჯება არაგონივრულად, ან ადგილი აქვს კორუფციას და მე თელავის მერს ვურჩევდი, რომ შეკვეცოს ეს ხარჯები და მიხედოს იმ მძიმე პრობლემებს, რომელიც ქალაქშია შექმნილი, მაგალითად ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით.“ - განაცხადა გიგი გიგიტელაშვილმა